ზირაქი 46
- 1
ძლიერი იყო ბრძოლაში იესო, ნავეს ძე, და მოსეს მემკვიდრე წინასწარმეტყველებებში; თავისი სახელის შესაფერისად დიდი იყო ღვთის რჩეულთა გადარჩენისას, როცა შურს ძიობდა აღმდგარ მტერზე, რათა სამკვიდრო მიეცა ისრაელისთვის.
- 2
როგორ განდიდდა, როცა აღმართა თავისი ხელი და ქალაქზე დააღირა მახვილი!
- 3
მის უწინარეს ვინ მდგარა მასსავით მტკიცედ? რადგან ის უფლისათვის მართავდა ბრძოლებს.
- 4
განა მისი ხელით არ გაჩერდა მზე და ერთი დღე ორად იქცა?
- 5
მან მოუწოდა უზენაეს მეუფეს, როცა მტრებმა ყოველი მხრივ შეავიწროვეს; პასუხი გასცა მას დიდმა უფალმა მაგარ-მაგარი სიტყვის ლოდებით.
- 6
დაათია ომი ამ ხალხს და ფერდობზე შემუსრა მოწინააღმდეგენი, რათა წარმართებს შეეცნოთ მისი აღჭურვილობა, რომ უფლის წინაშე იყო მისი ბრძოლა,
- 7
თავად კი უკან მიჰყვებოდა მეუფეს. მოსეს დღეებში ჩაიდინეს სიქველე მან და ქალებმა, იეფუნეს ძემ; ისინი წინ; აღუდგნენ კრებულს - ცოდვას აარიდეს ხალხი და ბოროტი დრტვინვა მათი დააცხრეს.
- 8
ეს ორნიღა გადარჩნენ ექვსასიათასი ქვეითისგან, რათა შეეყვანათ ხალხი სამკვიდრებელში, ქვეყანაში, სადაც ღვარად დის რძე და თაფლი.
- 9
მისცა უფალმა ქალებს ძალა, რომელიც სიბერემდე შეინარჩუნა, რათა ასულიყო მთაზე და მის შთამომავლობას დაემკვიდრებინა იგი;
- 10
რათა დაენახა ყველა ისრაელიანს, რა კარგია უფლის კვალზე სიარული.
- 11
ასევე მსაჯულნიც, სახელდებით, რომელთაც არ წაიბილწეს გული და უფალს არ განუდგნენ (კურთხეულთა შორის იყოს ხსენება მათი!
- 12
აყვავდეს მათი ძვლები, სადაც არიან და მათი სახელი სადიდებლად გადაეცეს შვილებს!);
- 13
თავისი უფლის შეყვარებული სამეული, უფლის წინასწარმეტყველი, ვინც სამეფო დააარსა და თავის ხალხს მეფეები უკურთხა.
- 14
იგი ხალხს უფლის რჯულით განიკითხავდა და მოხედა უფალმა იაკობს.
- 15
ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი იყო თავისი რწმენით და მის სიტყვებში სარწმუნო ხილვები შეიცნობოდა.
- 16
მოუხმო მან ყოვლისშემძლე უფალს, როცა მტრებმა ყოველი მხრივ შეავიწროვეს, და შესწირა მას ძუძუს ბატკანი.
- 17
დაიქუხა ზეცით უფალმა და გრიალში ასმენინა თავისი ხმა.
- 18
შემუსრა ტვიროსელთა წინამძღოლნი და ფილისტიმელთა ყველა მთავარი.
- 19
საუკუნო მიძინების წინ აღიარა უფლისა და მისი მირონცხებულის წინაშე, არათუ ქონება, ფეხსაცმელიც კი არ ამიღიაო, ხორციელისგან, და არავის უთქვამს მისთვის საყვედური.
- 20
მან იწინასწარმეტყველა თავისი მიძინების შემდგომაც და მეფეს აუწყა მისი აღსასრული. მიწიდან აიმაღლა ხმა და იწინასწარმეტყველა, რათა ურჯულოება ხალხისა წარხოცილიყო.