დაბადება 10
- 1
ეს არის ნოეს ძეთა - სემის, ქამისა და იაფეთის - შთამომავლობა. ძენი შეეძინათ მათ წარღვნის შემდეგ.
- 2
იაფეთის ძენი: გომერი და მაგოგი, მადაი და იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
- 3
გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
- 4
იავანის ძენი: ელიშა და თარშიში, ქითიმი და დოდანიმი.
- 5
ამათგან განშტოვდნენ ზღვისპირელი ხალხები თავიანთ ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის, თავისი ტომის მიხედვით, საკუთარ ხალხში.
- 6
ქამის ძენი: ქუში და მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
- 7
ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა და საბთექა. და რაყმას ძენი: შება და დედანი.
- 8
ქუშმა შვა ნიმროდი. მან იწყო ძალის გამოჩენა დედამიწაზე.
- 9
ძლიერი მონადირე იყო იგი უფლის წინაშე. ამიტომაც თქმულა - ნიმროდივით ძლიერი მონადირეაო უფლის წინაშე!
- 10
თავიდან მის სამეფოს შეადგენდა ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე - შინყარის ქვეყანაში.
- 11
ამ ქვეყნიდან წამოვიდა აშურში და ააშენა ნინევე, რეხობოთ-ქალაქი და ქალახი.
- 12
და რესენი, რომელიც ნინევესა და ქალახს შორის იყო, დიდი ქალაქი.
- 13
მიცრაიმი იყო მამა ლუდელთა, ყანამელთა, ლეჰაბელთა, ნაფთუხელთა,
- 14
ფათრუსელთა, ქასლუხელთა (რომელთაგანაც გამოვიდნენ ფილისტიმელნი) და ქაფთორელთა.
- 15
ქანაანს ეყოლა სიდონი, მისი პირმშო, და ხეთი,
- 16
იებუსელნი, ამორელნი, გირგაშელნი,
- 17
ჰიველნი, ყარკელნი, სინელნი,
- 18
არვადელნი, ცემარელნი და ჰამათელნი და მერე გაიფანტნენ ქანაანის ტომებად.
- 19
და იყო ქანაანელთა საზღვარი სიდონიდან გერარის მიმართულებით - ღაზამდე, სოდომის, გომორას, ადმას და ცებოიმის მიმართულებით - ლაშაყამდე.
- 20
ესენი იყვნენ ქამის ძენი თავისი გვარებისა და ენების მიხედვით, თავ-თავის მიწებსა და ერებში.
- 21
სემს, იაფეთის უფროს ძმასაც, შეეძინა შვილები. სემი იყო ყებერის მთელი შთამომავლობის მამა.
- 22
სემის ძენი: ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი.
- 23
არამის ძენი: ყუცი, ჰული, გეთერი და მაში.
- 24
არფაქშადს შეეძინა შელახი, შელახს - ყებერი.
- 25
ყებერმა შვა ორი ძე: ერთს ერქვა ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო დედამიწა, მის ძმას ერქვა იოკტანი.
- 26
იოკტანს შეეძინა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი და იერახი.
- 27
ჰადორამი, უზალი და დიკლა,
- 28
ყობალი, აბიმაელი და შება,
- 29
ოფირი, ხავილა და იობაბი. ესენი ყველა იოკტანის ძენი იყვნენ.
- 30
მათი დასახლება მეშაყიდან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე ვრცელდებოდა.
- 31
ესენი არიან სემის ძენი თავიანთი გვარებისა და ენების მიხედვით, თავიანთ მიწებზე და ერებში.
- 32
ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა, თავ-თავის ხალხებში, თავისი გვარების მიხედვით. წარღვნის შემდეგ მათგან განშტოვდნენ ერები მთელ დედამიწაზე.