მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ოსია 6

  1. 1

    მოდით, დავუბრუნდეთ უფალს. მან დაგვაწყლულა და თავადვე განგვკურნავს, დაგვკრა და ჭრილობებსაც ის შეგვიხვევს.

  2. 2

    ორი დღის შემდეგ გაგვაცოცხლებს და მესამე დღეს აღგვადგენს, რათა ვიცოცხლოთ მის წინაშე.

  3. 3

    უფალს შევიმეცნებთ, ვისრაფებთ მის შემეცნებას; განთიადივითაა მისი მოსვლა; მოვა, როგორც ადრეული და საგვიანო წვიმა, დაარწყულებს მიწას.

  4. 4

    რა გიყო, ეფრემ? რა გიყო, იუდა? თქვენი ღვთისმოსაობა დილის ნისლივითაა, ალიონზე წარმავალი ცვარივით.

  5. 5

    ამის გამო ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვანადგურებდი ჩემი პირის სიტყვებით; შენი განკითხვა სინათლეზე გამოვა.

  6. 6

    რადგან წყალობა მსურს და არა მსხვერპლი, ღვთის შემეცნება და არა სრულადდასაწველნი.

  7. 7

    მათ კი ადამივით დაარღვიეს აღთქმა და იქ მიღალატეს.

  8. 8

    ბოროტმოქმედთა ქალაქია გილყადი, სისხლით გაკვალული.

  9. 9

    ყაჩაღებივით არიან ჩასაფრებულნი მღვდლები და ხოცავენ შექემის გზაზე; სამარცხვინო დანაშაულს სჩადიან.

  10. 10

    ვიხილე სისაძაგლე ისრაელის სახლში, ეფრემის სიძვით შეიბილწა ისრაელი.

  11. 11

    შენც დაგიდგინე მკა, იუდავ, როცა მობრუნდება ტყვეობიდან ჩემი ხალხი.