მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ესაია 4

  1. 1

    ჩაეჭიდება შვიდი ქალი ერთ კაცს იმ დღეს და ეტყვის: "ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენი სამოსელით შევიმოსებით, ოღონდ კი შენი სახელით ვიწოდებოდეთ, ჩამოგვაცილე სირცხვილი”.

  2. 2

    იმ დღეს გამშვენდება და გაბრწყინდება უფლის ყლორტი, მიწის ნაყოფი კი ისრაელის გადარჩენილთათვის იქნება დიდებად და მშვენებად.

  3. 3

    მაშინ სიონის ნატამალი და იერუსალიმის გადარჩენილნი წმიდად იწოდებიან - ყველა, ვინც ჩაწერილია იერუსალიმში საცხოვრებლად.

  4. 4

    როცა ჩამორეცხავს უფალი სიბინძურეს სიონის ასულთ და სისხლს ჩამოჰბანს იერუსალიმის წიაღს განკითხვის სულითა და მწველი სულით,

  5. 5

    მაშინ გამოსახავს უფალი სიონის მთელ მთასა და მთელ მის კრებულზე ღრუბელსა და კვამლს დღისით და ცეცხლის ელვარებას ღამით, ვინაიდან ყოველივეს დიდება დაფარავს.

  6. 6

    იქნება იგი საჩრდილობლად დღის პაპანაქებაში და თავშესაფრად ავდარსა და წვიმაში.