მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ესაია 20

  1. 1

    იმ წელს აშდოდს მიადგა თართანი, სარგონის, აშურის მეფის მიერ გამოგზავნილი; შეებრძოლა აშდოდს და დაიპყრო.

  2. 2

    მაშინ დაილაპარაკა უფალმა ესაია ამოცის ძის პირით და თქვა: "წადი, ჯვალო გაიძრე წელიდან და ფეხსაცმელი გაიხადე”. ასეც მოიქცა და ტანშიშველმა და ფეხშიშველმა დაიწყო სიარული.

  3. 3

    და თქვა უფალმა: "როგორც ჩემი მონა ესაია დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს, ნიშნად და სასწაულად ეგვიპტისა და ქუშის წინააღმდეგ;

  4. 4

    ასე გაუძღვება აშურის მეფე ტყვეებს ეგვიპტიდან და დევნილთ ქუშიდან, ყმაწვილთ და მოხუცთ, ტანშიშველთ და ფეხშიშველთ, დუნდულებმოშიშვლებულთ ეგვიპტის შესარცხვენად.

  5. 5

    შეძრწუნდებიან და შერცხვებათ მათი იმედის - ქუშის გამო და მათი საკვეხარის - ეგვიპტის გამო;

  6. 6

    და იტყვიან ამ ზღვისპირეთის მცხოვრებნი იმ დღეს: "აჰა, ამათზე ვდებდით ჩვენს იმედს, დასახმარებლად რომ გავრბოდით იქ, რათა აშურის მეფისგან დაგვეხსნა თავი! ახლა როგორღა გადავირჩენთ თავებს?”