ფსალმუნები 86
- 1
კორახის ძეთაფსალმუნი. გალობა. მისი საძირკველი წმიდა მთებშია.
- 2
უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა სამკვიდროზე მეტად.
- 3
ქება-დიდებას ამბობენ შენზე, ღვთის ქალაქო. სელა.
- 4
გავახსენებ რაჰაბსაა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ტვიროსი ქუშთან ერთად - ეს დაიბადა იქ.
- 5
სიონზე კი იტყვიან: ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი.
- 6
უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: ეს დაიბადა აქ. სელა.
- 7
მომღერლები და მესტვირენიც - ყველა ჩემი წყარო შენშია.