ფსალმუნები 83
- 1
გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე, კორახის ძეთაფსალმუნი. რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა!
- 2
ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს, გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან უკვდავ ღმერთს.
- 3
ჩიტმაც კი ჰპოვა სახლი და მერცხალმა ბუდე თავისთვის, რომ ჩასხას ბარტყები თვისი შენს სამსხვერპლოებთან, უფალო ძალთა, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო!
- 4
ნეტარ არიან შენს სახლში მსხდომნი. მარადჟამს გადიდებენ შენ. სელა.
- 5
ნეტარ არს კაცი, რომლის ძლიერებაც შენშია, გზაა მათ გულში.
- 6
გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ წვიმა შემოდგომისა.
- 7
ივლიან ძალით-ძალამდე, გამოცხადდებიან ღმერთთან სიონში.
- 8
უფალო, ღმერთო ძალთა, მოისმინე ჩემი ლოცვა, მური მომაპყარ, ღმერთო იაკობისა. სელა.
- 9
ჩვენო ფარო, დაინახე, ღმერთო, და შეხედე სახეში შენს ცხებულს.
- 10
რადგან ერთი დღე შენს ეზოებში ათასზე უმჯობესია. ღმერთის სახლის ზღურბლთან დგომას ვარჩევ ბოროტების კარვებში ბინადრობას.
- 11
რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ.
- 12
უფალო ძალთა! ნეტარია კაცი შენზე მონდობილი.