მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 75

  1. 1

    გუნდის ლოტბარს. სიმებიან საკრავზე.ფსალმუნი ასაფისა. გალობა. ცნობილია იუდაში ღმერთი, ისრაელში დიდია მისი სახელი.

  2. 2

    და იყო იერუსალიმში. მისი კარავი და მისი სადგომი - სიონში.

  3. 3

    იქ დაიმსხვრა მშვილდ-ისრები, ფარი და ხმალი, და ომი. სელა.

  4. 4

    ბრწყინვალე და ძლიერი ხარ სანადირო მთებზე მეტად.

  5. 5

    გაცოფდნენ გულმაგრები, ჩათვლიმეს, დაეძინათ და ვერც ერთმა მოლაშქრემ ვეღარ ჰპოვა ხელები თვისი.

  6. 6

    შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ეტლსაც და ცხენსაც.

  7. 7

    შენ საშიში ხარ და ვინ დაგიდგება წინ შენი განრისხების ჟამს?

  8. 8

    ციდან მოგვასმინე სამართალი; დედამიწა შეშინდა და მიწყნარდა;

  9. 9

    როცა აღდგა სამართლისათვის ღმერთი ქვეყნიერების ყველა ჩაგრულის გადასარჩენად. სელა.

  10. 10

    რაკი ადამიანის რისხვა იქცევა შენდა აღიარებად, ნაშთს რისხვისას მოთოკავ.

  11. 11

    აღუთქვით და გადაუხადეთ უფალ ღმერთს; ყველამ - მის ირგვლივ მყოფმა, საჩუქარი მიუძღვნას საშიშს.

  12. 12

    ის დაამდაბლებს მბრძანებელთა სულს, შიშის ზარს დასცემს ამქვეყნიურ მეფეებს.