მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 74

  1. 1

    გუნდის ლოტბარს. ნუ მოსპობ.ფსალმუნი ასაფისა. გალობა. გადიდებთ შენ, ღმერთო, გადიდებთ, რადგან ახლოა შენი სახელი; ლაპარაკობენ შენს საოცრებებს.

  2. 2

    როცა გამოვნახავ დროს, გავასამართლებ სისწორით.

  3. 3

    ირყეოდნენ დედამიწა და მისი მცხოვრებნი, მე გავამაგრე მისი სვეტები. სელა.

  4. 4

    ვუთხარი სულელებს: ნუ მოჰყვებით ქედმაღლობას,

  5. 5

    ნუ მოჰყვებით მეტისმეტ ქედმაღლობას, ნუ ილაპარაკებთ ამპარტავნულად.

  6. 6

    რადგან არც აღმოსავლეთიდან და არც დასავლეთიდან, და არც უდაბნოდანაა მთები.

  7. 7

    ვინაიდან ღმერთი განსჯის: ერთს დაამდაბლებს და მეორეს აღამაღლებს.

  8. 8

    რადგან უფლის ხელშია თასი და ღვინო დუღს ნარევით სავსე, და ასხამს მისგან, მის თხლესაც კი სწურავენ და სვამენ ყოველნი ბოროტნი ქვეყნისა.

  9. 9

    ხოლო მე ვიტყვი ყოველ ჟამს, ვუგალობებ იაკობის ღმერთს.

  10. 10

    ბოროტთა რქებს მთლიანად დავამტვრევ, მართლის ღირსებას ავამაღლებ.