მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 60

  1. 1

    გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე. დავითისა. ისმინე, უფალო, ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას.

  2. 2

    ქვეყნის კიდიდან მოგღაღადებ გულგათანგული: სიმაღლით ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე წარმიძეხ.

  3. 3

    რადგან შენა ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი ხარ მტრისგან დამცველი.

  4. 4

    ვაცხოვრებ შენს კარვებში მარადის, თავს შევაფარებ შენი ფრთების საბურველში. სელა.

  5. 5

    რადგან შენ, ღმერთო, მოისმინე აღთქმანი ჩვენი, მიეცი სამკვიდრო, ვისაც შენი სახელისა ეშინია.

  6. 6

    დღეები მოუმატე მეფის დღეებს, მისი წლები - თაობიდან თაობამდე.

  7. 7

    იმყოფებოდეს მარად ღვთის წინაშე, წყალობა და ჭეშმარიტება იფარავდეს მას.

  8. 8

    ამგვარად ვუგალობებ შენს სახელს უკუნისამდე, რომ შევასრულო ჩემი აღთქმანი დღითი-დღე.