მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 53

  1. 1

    გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, მოძღვრება დავითისა. როცა მოვიდნენ ზიფელნი და უთხრეს საულს: აჰა, დავითი ჩვენთან იმალება. ღმერთო! შენი სახელით მიშველე და შენი ძალით გამასამართლე.

  2. 2

    ღმერთო! ისმინე ჩემი ლოცვა, მოაყურადე სიტყვებს ჩემი პირისა.

  3. 3

    რადგან უცხონი აღიძრენ ჩემზე და მოძალადეებმა იძიეს სული ჩემი, არ წარმოიდგინეს ღმერთი თავიანთ წინაშე. სელა.

  4. 4

    აგერ, ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთია ჩემი სულის გამმაგრებელი:

  5. 5

    მან მიაგოს ბოროტება ჩემს მტრებს; შენი ჭეშმარიტებით მოსპე ისინი.

  6. 6

    ნებით შემოგწირავ მსხვერპლს, ვადიდებ შენს სახელს, უფალო, რადგან კარგია.

  7. 7

    რადგან ყოველგვარ გაჭირვებას გადამარჩინა და მტერთა ჩემთა დაცემა იხილა თვალმა ჩემმა.