ფსალმუნები 52
- 1
გუნდის ლოტბარს, მახალათის საკრავზე, მოძღვრება დავითისა. თქვა არამზადამ თავის გულში: „არ არის ღმერთი“, გაირყვნენ და ჩაიდინეს სისაძაგლე; აღარ არსებობს სიკეთის მქნელი.
- 2
ღმერთი ციდან უჭვრეტს ადამის ძეთ, რომ დაინახოს არის თუ არა ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს.
- 3
ყველა გაუკუღმართდა, გაიხრწნა ერთობ, კარგის მოქმედი ერთიც არ არის.
- 4
ნუთუ ვერ შეიგნეს სიმრუდის მქნელებმა, ჩემს ერს რომ ჭამენ, თითქოს პურს ჭამდნენ, ღმერთს კი არ უხმობენ.
- 5
იქ შეშინდნენ შიშით, სადაც არ იყო შიში, რადგან ღმერთი განაბნევს შენზე ამხედრებულთა ძვლებს: შენ შეარცხვენ მათ, რადგან ღმერთმა უკუაგდო ისინი.
- 6
ნეტა მოვიდეს სიონიდან ხსნა ისრაელისა! ოდეს შემოაქცევს ღმერთი თავისი ხალხის ტყვეობას, ილხენს იაკობი, გაიხარებს ისრაელი.