ფსალმუნები 46
- 1
გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა ფსალმუნი. ხალხნო ყოველნო, შემოჰკარით ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს გალობის ხმით;
- 2
რადგან საშიშია უფალი ზენაარი, დიდი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა.
- 3
დაგვიმორჩილებს ხალხებს და ერებს - ჩვენთა ფეხთა ქვეშ. სელა.
- 4
ამოგვირჩევს ჩვენს სამკვიდრებელს, მშვენებას იაკობისას, რომ შეიყვარა. სელა.
- 5
ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი - საყვირის ხმაზე.
- 6
უგალობეთ ღმერთს, უგალობეთ, უგალობეთ ჩვენს მეფეს, უგალობეთ.
- 7
რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი; უგალობეთ გონივრულად.
- 8
გამეფდა ღმერთი ხალხებზე, ღმერთი ზის თავის წმიდა ტახტზე.
- 9
მთავარნი ხალხთა შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის ხალხად, რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად.