მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 4

  1. 1

    მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი შვებას, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.

  2. 2

    ძენო კაცისა! როდემდე იქნება დიდება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს?

  3. 3

    მაგრამ იცოდეთ, რომ ღვთისმოსავი ამოირჩია ღმერთმა: უფალი მისმენს, როცა მოვუხმობ მას.

  4. 4

    ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ თქვენს სარეცლებზე და იყუჩეთ.

  5. 5

    შესწირეთ სიმართლის შესაწირნი და მიენდეთ უფალს.

  6. 6

    მრავალი ამბობს: "ვინ გვიჩვენებს სიკეთეს?” გადმოგვაფინე სინათლე შენი სახისა, უფალო!

  7. 7

    შენ უფრო მეტი სიხარული მიეცი ჩემს გულს, ვიდრე მათ აქვთ პურისა და მაჭრის სიუხვისას.

  8. 8

    მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უსაფრთხოდ.