მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 3

  1. 1

    ფსალმუნი დავითისა.როცა გაურბოდა თავის ძეს აბესალომს. უფალო! როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები. ჩემს წინააღმდეგ აღდგა მრავალი.

  2. 2

    ბევრი ეუბნება ჩემს სულს: არ არის მისთვის შემწეობა ღმერთისმიერი. სელა.

  3. 3

    მაგრამ შენ ხარ ჩემი ფარი, უფალო, ჩემი დიდება და ჩემი თავის ამამაღლებელი.

  4. 4

    ჩემი ხმით მოვუხმობდი უფალს და მიპასუხა თავისი წმიდა მთიდან.

  5. 5

    ვწვებოდი, ვიძინებდი და ვიღვიძებდი, რადგან უფალი იყო ჩემი შემწე.

  6. 6

    ვერ შემაშინებს ხალხის სიმრავლე, გარს რომ მერტყმის ყოველი მხრიდან.

  7. 7

    აღსდექ, უფალო, მიხსენი, ჩემო ღმერთო, რადგან შენ ულეწავ ყბებს ყველა ჩემს მტერს და კბილებს უმუსრავ ბოროტეულთ.

  8. 8

    უფლისგან არის ხსნა და შენი კურთხევა შენს ერზე.