მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 133

  1. 1

    გალობა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით.

  2. 2

    ზეაღაპყარით თქვენი ხელი სიწმიდისაკენ და აკურთხეთ უფალი.

  3. 3

    გაკურთხოს სიონიდან უფალმა, ცისა და ქვეყნის შემოქმედმა.