მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 132

  1. 1

    გალობა აღსავალთა. დავითისათვის. აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!

  2. 2

    როგორც ძვირფასი მირონი თავზე, წვერებზე ჩამოღვრილი, აარონის წვერებზე, მისი სამოსის კალთებზე ჩამოღვრილი.

  3. 3

    ვითარცა ცვარი ხერმონისა, სიონის მთებზე ამოღვრილი! რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევა - სიცოცხლე უკუნისამდე.