მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 120

  1. 1

    გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა?

  2. 2

    ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა.

  3. 3

    არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.

  4. 4

    აჰა, არ წათვლემს და არ დაიძინებს მცველი ისრაელისა.

  5. 5

    უფალია შენი მცველი; უფალი, შენი მფარველი - შენი მარჯვენის გვერდით.

  6. 6

    დღისით მზე არ გავნებს და ღამით მთვარე.

  7. 7

    უფალი დაგიცავს ყოველგვარი ბოროტისაგან, დაიცავს შენს სულს;

  8. 8

    უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ამიერიდან და უკუნისამდე.