ფსალმუნები 119
- 1
გალობა აღსავალთა. უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე და მიპასუხა.
- 2
უფალო, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეთაგან, მზაკვარი ენისაგან.
- 3
რას მოგცემს შენ და რას შეგძენს შენ ენა მზაკვარი?
- 4
მეომრის მომახულ ისარს, წნორნარის ნაკვერცხლებთან ერთად.
- 5
ვაიმე, ხიზანი ვარ მეშექისა, ვბინადრობ კედარის კარვებთან.
- 6
დიდხანს მკვიდრობდა ჩემი სული მშვიდობის მოძულეებთან.
- 7
მე მშვიდობა მსურს და რომ დავილაპარაკებ, ისინი საომრად ემზადებიან.