ფსალმუნები 114
- 1
მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.
- 2
რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას.
- 3
გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე.
- 4
და სახელს მოვუხმობ უფლისას; გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი.
- 5
მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი.
- 6
იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე.
- 7
დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს განსასვენებელში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ.
- 8
რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი - ცრემლისაგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისაგან;
- 9
ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში.