ფსალმუნები 115
- 1
მწამდა, როცა ვიტყოდი: გავიტანჯე ფრიად.
- 2
ვთქვი ჩემი აჩქარებისას: ყოველი კაცი ცრუა.
- 3
რით გადავუხადო უფალს ყოველივე, რაც მე მომიზღო?
- 4
თასს შეწევნისას ავიღებ და უფლის სახელს წარმოვთქვამ.
- 5
ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე.
- 6
მძიმეა უფლის თვალში სიკვდილი მისი წმიდანებისა.
- 7
გევედრები, უფალო, რადგან მე მორჩილი ვარ შენი; მორჩილი ვარ შენი, ძე შენი მხევლისა; გახსენი ჩემი ბორკილები.
- 8
შენ შემოგწირავ ქების შესაწირავს და უფლის სახელს მოვუხმობ.
- 9
ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე.
- 10
უფლის სახლის ეზოში, შენს შუაგულში, იერუსალიმო! ადიდეთ უფალი!