ფსალმუნები 112
- 1
ადიდეთ უფალი! ადიდეთ, მორჩილნო უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!
- 2
იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე.
- 3
მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა.
- 4
მაღალია ყველა ხალხზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება.
- 5
ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, მაღლა დამკვიდრებული?
- 6
დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას,
- 7
წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი.
- 8
რათა დასვას დიდებულებთან, თავისი ხალხის დიდებულებთან.
- 9
უშვილოს სახლში დაამკვიდროს დედად, რომელიც ხარობს თავის შვილებით. ადიდეთ უფალი!