მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 111

  1. 1

    ადიდეთ უფალი. ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა, მის მცნებათა ფრიად მოყვარული.

  2. 2

    ძლიერი იქნება ქვეყნიერებაზე შთამომავლობა მისი. მართალთა თაობა დაილოცება.

  3. 3

    სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში და მისი სიმართლე მარადიულია.

  4. 4

    ამოაბრწყინებს სიბნელეში შუქს, გულწრფელთათვის მოწყალე, შემბრალე და მართალი.

  5. 5

    კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი - გამრთულად ილაპარაკებს სამართალში.

  6. 6

    რადგან უკუნისამდე არ წაბორძიკდება; საუკუნოდ გასახსენებლად იქნება მართალი.

  7. 7

    ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცეა მისი გული, მინდობილია უფალზე.

  8. 8

    იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს.

  9. 9

    გაანიავა, მისცა ღატაკებს; მისი სიმართლე მარადიულია, მისი ღირსება ამაღლდება დიდებით.

  10. 10

    ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და დადნება; ბოროტეულთა საწადელი წარიხოცება.