მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 110

  1. 1

    ადიდეთ უფალი. ვადიდებ უფალს მთელი გულით წმიდანთა შეკრებილობასა და თემში.

  2. 2

    დიდია საქმენი უფლისა, სასურველია ყველა მოყვარულთათვის.

  3. 3

    სიმშვენიერე და ბრწყინვალებაა საქმე მისი, და სიმართლე მისი მარადიულია.

  4. 4

    სამახსოვროდ ქმნა საოცრებანი თვისნი, მოწყალე და შემბრალებელია უფალი.

  5. 5

    ნადავლი მისცა თავის მოშიშებს; ახსოვს მარადის აღთქმა თავისი.

  6. 6

    ძალა თავის საქმეთა გააგებინა თავის ხალხს, რომ მიეცა მათთვის მემკვიდრეობა წარმართთა.

  7. 7

    მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი.

  8. 8

    იმედნეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე.

  9. 9

    ხსნა მოუვლინა თავის ხალხს; მცნებად დაუდო საუკუნოდ აღთქმა თავისი; წმიდა და საშიშია სახელი მისი.

  10. 10

    სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.