1 ნეშტთა 5
- 1
ძენი რეუბენისა, ისრაელის პირმშოსი; პირმშო იყო იგი, მაგრამ შებილწა თავისი მამის სარეცელი და მისი პირმშოობა ისრაელის ძის, იოსების ძეთ გადაეცა, ამიტომ პირმშოდ ვეღარ ჩაიწერებოდნენ.
- 2
გაძლიერდა იუდა თავის ძმათა შორის და წინამძღვარიც მისგან იყო; პირმშოობა კი იოსებმა მიიღო.
- 3
რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი: ხანოხი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
- 4
იოელის ძენი: შემაყია, მისი ძე გოგი, მისი ძე შიმყი,
- 5
მისი ძე მიქა, მისი ძე რეაია, მისი ძე ბაყალი,
- 6
მისი ძე ბეერა, რომელიც ტყვედ წაიყვანა აშურის მეფემ, თიგლათ-ფილესერმა, ის იყო რეუბენის ძეთა წინამძღოლი.
- 7
მისი ძმები, მათი საგვარეულოებისა და მისი საგვარტომო ნუსხის მიხედვით იყვნენ: მთავარი იეყიელი, ზაქარია,
- 8
და ბელაყი, ყაზაზის ძე, შემაყის ძე, იოელის ძე. იგი ყაროყერში ცხოვრობდა, ნებომდე და ბაყალ-მეყონამდე.
- 9
აღმოსავლეთით დასახლდა, მდინარე ევფრატიდან მოყოლებული უდაბნოს პირამდე, რადგან გაუმრავლდათ საქონელი გილყადის ქვეყანაში.
- 10
ეომებოდნენ აგარელებს საულის დღეებში და დაეცნენ კიდეც მათი ხელით. და დაისაკუთრეს მათი კარვები, გილყადის მთელ აღმოსავლეთ მხარეში.
- 11
გადის ძენი მათ მეზობლად ცხოვრობდნენ ბაშანის ქვეყანაში - სალქამდე:
- 12
მთავარი იოელი, მეორე შაფამი, შემდეგ იაყნაი და შაფატი ბაშანში ცხოვრობდნენ.
- 13
მათი ძმები, თავ-თავისი მამების სახლეულებით: მიქაელი, მეშულამი, შებაყი, იორაი, იაქყანი, ზიაყი, ყებერი და შიბყა.
- 14
ესენი არიან ძენი აბიხაილისა, ხურის ძისა, იაროახაის ძისა, გილყადის ძისა, მიქაელის ძისა, იეშიშაის ძისა, იახდოს ძისა და ბუზის ძისა;
- 15
ახი, ყაბდიელის ძე, გუნის ძე, მათი მამისსახლის თავკაცი.
- 16
ცხოვრობდნენ გილყადში, ბაშანსა და მის ქალაქებში, ასევე შარონის მთელ საძოვრებზე, მთელ მის საზღვრებში.
- 17
ყველანი აღირიცხნენ იუდას მეფის, იოთამისა და ისრაელის მეფის, იერობყამის დღეებში.
- 18
რეუბენის ძენი, გადელები და მენაშეს ნახევარი ტომი მამაცი კაცები იყვნენ, ფარ-შუბის ამღებნი, მშვილდოსანნი, ომებში დახელოვნებულნი. მათგან რიცხვით ორმოცდაოთხიათას შვიდას სამოცი გადიოდა საომრად.
- 19
ეომებოდნენ აგარელებს, იეტურს, ნაფიშს და ნოდაბს.
- 20
მიეხმარნენ ბრძოლაში და ხელში ჩაუვარდათ აგარელები და ყველაფერი, რაც გააჩნდათ. ეს იმიტომ, რომ ბრძოლაში ღმერთს მოუხმეს და მანაც უსმინა, რაკი მიენდნენ მას.
- 21
წამოასხეს მათი საქონელი: ორმოცდაათიათასი აქლემი, ორასორმოცდაათი ათასი ცხვარი, ორი ათასი სახედარი და ასი ათასი ტყვე,
- 22
მრავალი მოკლული დაეცა, რადგან ღმერთისგან იყო ეს ომი. და დასახლდნენ ისინი მათ ადგილზე, სანამ გადაასახლებდნენ ტყვეობაში.
- 23
მენაშეს ძეთა ნახევარი ტომიც დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, ბაშანიდან მოყოლებული ბაყალ-ხერმონამდე, სენირამდე და ხერმონის მთამდე. მრავალრიცხოვანნი იყვნენ ისინი.
- 24
ესენი იყვნენ მათი მამისსახლთა თავკაცები: ყეფერი, იშყი, ელიელი, ყაზრიელი, იერემია, ჰოდავია, იახდიელი - მამაცი ვაჟკაცები, მამისსახლთა სახელოვანი თავკაცები.
- 25
უღალატეს თავისი მამების ღმერთს და იმრუშეს იმ ქვეყნის ხალხთა ღმერთების კვალობაზე, ღმერთმა რომ მოსპო მათგან.
- 26
მაშინ აღძრა ისრაელის ღმერთმა ფულის, აშურის მეფის სული და აშურის მეფის თიგლათ-ფილესერის სული და გადაასახლა რეუბენიანნი, გადელნი და მენაშეს ნახევარი ტომი და მიიყვანა ისინი ხელახში, ხაბორსა და ჰარაში, მდინარე გოზანთან, ამ დღემდე.
- 27
ლევის ძენი: გერშონი, კეჰათი და მერარი.
- 28
კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
- 29
ყამრამის ძენი: აჰარონი, მოსე და მირიამი; აჰარონის ძენი: ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
- 30
ელეაზარმა შვა ფინხასი, ფინხასმა შვა აბიშუაყი.
- 31
აბიშუაყმა შვა ბუკი და ბუკიმ შვა ყუზი,
- 32
ყუზიმ შვა ზერახია, ზერახიამ შვა მერაიოთი,
- 33
მერაიოთმა შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი,
- 34
ახიტუბმა შვა ცადოკი და ცადოკმა შვა ახიმაყაცი,
- 35
ახიმაყაცმა შვა ყაზარია, ყაზარიამ შვა იოხანანი,
- 36
იოხანანმა შვა ყაზარია, - ეს იმ ტაძრის მღვდელი იყო, რომელიც სოლომონმა ააშენა იერუსალიმში.
- 37
ყაზარიამ შვა ამარია და ამარიამ შვა ახიტუბი,
- 38
ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა შალუმი,
- 39
შალუმმა შვა ხილკია და ხილკიამ შვა ყაზარია,
- 40
ყაზარიამ შვა სერაია და სერაიამ შვა იეჰოცადაკი.
- 41
გადასახლებულ იქნა იეჰოცადაკი, როცა უფალმა ტყვედ წაასხა იუდა და იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის ხელით.