1 ნეშტთა 4
- 1
იუდას ძენი: ფერეცი, ხეცრონი, ქარმი, ხური და შობალი.
- 2
რეყაია შობალის ძემ, შვა იახათი, იახათმა შვა ახუმაი და ლაჰადი. ესენი იყვნენ ცორყათის საგვარეულონი.
- 3
ესენი იყვნენ ყეთამის მამის ძენი: იზრეყელი, იშმა, იდბაში. მათ დას კი ჰაცლელფონი ერქვა;
- 4
ფენუელი, გედორის მამა, და ყეზერი, ხუშას მამა; ესენი იყვნენ ბეთ-ლეხემის მამის, ხურის ძენი, ეფრათას პირმშოსი.
- 5
ახშურს, თეკოაყის მამას, ორი ცოლი ჰყავდა: ხელა და ნაარა.
- 6
უშვა მას ნაარამ ახუზამი, ხეფერი, თეიმენი და ახაშთარი. ესენი იყვნენ ნაარას ძენი.
- 7
ხელას ძენი: ცერეთი, ცოხარი და ეთნანი.
- 8
კოცმა შვა ყანუბი და ცობება, ყაქარხელის, ჰარუმის ძის საგვარეულონი.
- 9
პატივდებული იყო იაყბეცი თავის ძმებზე მეტად. დედამისმა იაყბეცი დაარქვა, რადგან ამბობდა, ტკივილებში გავაჩინეო იგი.
- 10
და მოუხმო იაყბეცმა ისრაელის ღმერთს: „ნეტა კურთხევით მაკურთხებდე და საზღვარს განმივრცობდე, შენი ხელი ჩემთან იქნებოდეს და დამიცავდე ბოროტებისგან, რომ არ გავიტანჯო!” და მისცა ღმერთმა, რაც სთხოვა.
- 11
შუხას ძმამ ქელუბმა შვა მეხირი, ეშთონის მამა.
- 12
ეშთონმა შვა ბეთ-რაფა, ფასეახი და თეხინა, ქალაქ ნახაშის მამამთავარი. ესენი იყვნენ რექას მცხოვრებნი.
- 13
კენაზის ძენი: ყათნიყელი და სერაია; ყათნიყელის ძე იყო ხათათი.
- 14
მეყონოთაიმ შვა ყოფრა, სერაიამ შვა იოაბი, ხუროთა ველის მამამთავარი, რადგან ხუროები იყვნენ ისინი.
- 15
ხალებ იეფუნეს ძის ვაჟები: ყირუ, ელა და ნაყამი; ელას ძე იყო კენაზი.
- 16
იეჰალელის ძენი: ზიფი და ზიფა, თირია და ასარელი.
- 17
ყეზრას ძენი: იეთერი, მერედი, ყეფერი და იალონი; იეთერმა შვა მირიამი, ხოლო მირიამმა შვა შამაი და იშბახი, ეშთემოაყის მამამთავარი.
- 18
მისმა იუდაელმა ცოლმა კი შვა იერედი, გედორის მამამთავარი, ხებერი - სოხოს მამამთავარი და იეკუთიელი - ზანოახის მამამთავარი; ესენი იყვნენ ძენი ბითიასი, ფარაონის ასულისა, რომელიც ცოლად მოიყვანა მერედმა.
- 19
მისი ცოლის, ნახამის დის, ჰოდიას ვაჟები: კეყილას მამამთავრები - გარმელი და ეშთემოაყ მაყაქათელი.
- 20
შიმონის ძენი: ამნონი და რინა, ბენ-ხანანი და თილონი; იშყის ძენი: ზოხეთი და ბენ-ზოხეთი;
- 21
იუდას ძის, შელას ვაჟები: ყერი - ლექას მამა და ლაყდა - მარეშას მამა და სელის ოსტატთა საგვარეულონი, აშბეაყის სახლიდან.
- 22
იოკიმი და ქოზებას კაცები, იოაში და სარაფი, რომლებიც მოაბსა და იაშუბ-ლეხემზე ბატონობდნენ; ეს ძველი ამბებია.
- 23
ისინი იყვნენ მექოთნენი და მეფის ბაღ-ბოსტნებთან მცხოვრებნი, მისთვის მშრომელნი.
- 24
სიმეონის ძენი: ნემუელი, იამინი, იარიბი, ზერახი და შაული;
- 25
მისი ძე შალუმი, მისი ძე მიბსამი და მისი ძე მიშმაყი;
- 26
მიშმასყის ძენი: ხამუელი, ზაქური, შიმყი.
- 27
შიმყის თექვსმეტი ძე და ექვსი ასული ჰყავდა, მაგრამ მის ძმებს მრავალი შვილი არ ჰყოლიათ და არც მათი საგვარეულო გამრავლებულა, იუდას შვილებივით.
- 28
და მკვიდრობდნენ ისინი ბეერ-შებაყში, მოლადში და ხაცარ-შუყალში,
- 29
ბილჰაში, ყეცემში, თოლადში,
- 30
ბეთუელში, ხორმაში, ციკლაგში,
- 31
ბეთ-მარბაქოთში, ხაცარ-სუსიმში, ბეთ-ბირში და შაყარაიმში. ესენი იყვნენ მათი ქალაქები დავითის გამეფებამდე.
- 32
მათი სოფლები: ყეტამი და ყაინი, რიმონი, თოქენი და ყაშანი, სულ ხუთი;
- 33
მთელი სოფლები, რომლებიც ამ ქალაქების ირგვლივ იყვნენ ბაყალამდე. აჰა, მათი საცხოვრებელი და მათი საგვარტომო ნუსხა.
- 34
მეშობაბი, იამლექი და იოშა, ამაციას ძე,
- 35
იოელი და იეჰუ, იოშიბიას ძე, სერაიას და ყასიელის შთამომავალი,
- 36
ელიოყენაი, იაკობ, იშოხაია, ყასაია, ყადიელი, იშიმიელი, ბენაია,
- 37
ზიზა, შიფყის ძე, ალონის, იედაიას, შიმრის და შემაიას შთამომავალი.
- 38
ესენი სახელდებით რომ არიან ჩამოთვლილნი, მთავრები იყვნენ თავიანთ მამისსახლებში. ძლიერ განივრცო მათი მამისეული სახლი.
- 39
გედორამდე წავიდნენ და ველის აღმოსავლეთსაც გასცდნენ, რათა საძოვრები ეპოვათ თავისი სამწყსოსთვის.
- 40
და იპოვეს ნოყიერი და კარგი საძოვარი; ვრცელი, წყნარი და მშვიდობიანი ქვეყანა, ვინაიდან, უწინ ქამის შთამომავლები მკვიდრობდნენ იქ.
- 41
მოვიდნენ ესენი, სახელდებით ჩამოთვლილნი, იუდას მეფე ხიზკიაჰუს დღეებში, წარხოცეს მათი კარვები და სავანენი, რომლებიც პოვეს იქ და ააოხრეს ისინი; იქ დამკვიდრდნენ მათ ნაცვლად, რადგან საძოვრები იყო მათი ფარებისთვის.
- 42
სიმონის ძეთაგან ზოგიერთნი, ხუთასი კაცი, სეყირის მთისკენ წავიდა; იშყის ძენი: ფელატია, ნეყარია, რეფაია და ყუზიელი მეთაურობდნენ.
- 43
დარჩენილი ყამალეკელნიც შემუსრეს და მკვიდრობენ იქ დღემდე.