1 ნეშტთა 3
- 1
ესენი იყვნენ დავითის ძენი, რომლებიც შვა მან ხებრონში: პირმშო ყამნონი, იზრეყელელი ახინოყამისგან; მეორე - დანიელი, ქარმელელი აბიგაილისგან;
- 2
მესამე - აბესალომი, გეშურის მეფე თალმაის ასულის, მაყაქას ვაჟი; მეოთხე - ადონია, ხაგითის ვაჟი;
- 3
მეხუთე - შეფატია აბიტალისგან; მეექვსე - ითრაყამი ყეგლასგან, თავისი ცოლისგან.
- 4
ეს ექვსნი შეეძინენ ხებრონში. იმეფა იქ შვიდ წელსა და ექვს თვეს, ოცდაცამეტი წელი კი იერუსალიმში იმეფა.
- 5
ესენი შეეძინენ იერუსალიმში: შიმყა, შობაბი, ნათანი და სოლომონი - ოთხნი, ბათ-შუაყისგან, ყამიელის ასულისგან.
- 6
იბხარი, ელიშამაყი, ელიფალეტი,
- 7
ნოგა, ნეფეგი, იაფიაყი,
- 8
ელიშამაყი, ელიადაყი და ელიფალეტი - ცხრანი.
- 9
ყველა ესენი დავითის ძენი არიან, ხარჭების ძეთა გარდა და თამარი, მათი და.
- 10
სოლომონის ძე რეხაბყამი, მისი ძე აბია, მისი ძე ასა და მისი ძე იოშაფატი,
- 11
მისი ძე იორამი, მისი ძე ახაზიაჰუ, მისი ძე იოაში და მისი ძე ამაციაჰუ,
- 12
მისი ძე ყაზარია, მისი ძე იოთამი,
- 13
მისი ძე ახაზი, მისი ძე ჰიზკიაჰუ, მისი ძე მენაშე,
- 14
მისი ძე ამონი და მისი ძე იოშია.
- 15
იოშიას ძენი: პირმშო - იოხანანი, მეორე - იეჰოიაკიმი, მესამე - ციდკიაჰუ, მეოთხე - შალუმი.
- 16
იეჰოიაკიმის ძენი: მისი ძე იექონია, მისი ძე ციდკიაჰუ.
- 17
იექონიას ძენი: ასირი, მისი ძე შეალთიელი,
- 18
მალქირამი, ფედაია, შენაცარი, იეკამი, ჰოშემაყი და ნედაბია;
- 19
ფედაიას ძენი: ზერუბაბელი და შიმყი; ზერუბაბელის ძენი: მეშულამი, ხანანია და მათი და შელომითი;
- 20
ხაშუბა, ოჰელი, ბერექია, ხასადია და იუშაბ-ხესედი - ხუთნი.
- 21
ხანანიას ძენი: ფელატია და ესაია, რეფაიას ძენი, არნანის ძენი, ყობადიას ძენი, შექანიას ძენი;
- 22
შექანიას ძე შემაყია; შემაყიას ძენი: ხატუში, იგეალი, ბარიახი, ნეყარია და შაფატი - ექვსნი.
- 23
ნეყარიას ძენი: ელიოყენაი, ხიზკია, ყაზრიკამი, - სამნი.
- 24
ელიოყენაის ძენი: ჰოდავიაჰუ და ელიაშიბი, ფელაია, ყაკუბი, იოხანანი, დელაია და ყანანი - შვიდნი.