1 ნეშტთა 2
- 1
ესენი იყვნენ ისრაელის ძენი: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულონი,
- 2
დანი, იოსები, ბენიამინი, ნაფთალი, გადი და აშერი.
- 3
იუდას ძენი: ყერი, ონანი და შელა; სამი შეეძინა მას ქანაანელი შუაყის ასულისგან. ყერი, იუდას პირმშო, ბოროტი იყო უფლის თვალში და მოაკვდინა იგი უფალმა.
- 4
და უშვა მას თამარმა, მისმა რძალმა, ფერეცი და ზერახი; სულ ხუთი ძე ჰყავდა იუდას.
- 5
ფერეცის ძენი: ხეცრონი და ხამული.
- 6
ზერახის ძენი: ზიმრი, ეთანი, ჰემანი, ქალქოლი და დარა - სულ ხუთნი.
- 7
ქარმის ძე - ყაქარი, რომელმაც აღთქმა დაარღვია და განსაცდელში ჩააგდო ისრაელი.
- 8
ეთანის ძე - ყაზარია.
- 9
ხეცრონის ძენი, რომლებიც შეეძინათ: იერახმეელი, რამი და ქელუბაი.
- 10
რამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნახშონი, იუდას ძეთა წინამძღოლი.
- 11
ნახშონმა შვა სალმა და სალმამ შვა ბოყაზი.
- 12
ბოყაზმა შვა ყობედი, ყობედმა შვა იესე,
- 13
იესემ შვა თავისი პირმშო ელიაბი და მეორე - აბინადაბი, მესამე - შიმყა,
- 14
მეოთხე - ნეთანელი, მეხუთე - რადაი,
- 15
მეექვსე - ოცემი, მეშვიდე - დავითი.
- 16
მათი დები იყვნენ: ცერუია და აბიგაილი. ცერუიას ძენი: აბიშაი, იოაბი და ყასაელი - სამნი.
- 17
აბიგაილმა შვა ყამასა. ყამასას მამა იყო ისმაელიანი იეთერი.
- 18
ხალებმა, ხეცრონის ძემ, შვა თავისი ცოლებისგან, ყაზუბასაგან და იერიყოთისგან. აი, მისი ძენი: იეშერი, შობაბი და არდონი.
- 19
მოკვდა ყაზუბა და შეირთო ხალებმა ეფრათი, რომელმაც უშვა ხური.
- 20
ხურმა შვა ური და ურმა შვა ბეცალელი.
- 21
ამის შემდეგ, სამოცი წლის იყო ხეცრონი, როცა მაქირის (გილყადის მამის) ასულთან შევიდა და ცოლად შეირთო; უშვა მან სეგუბი.
- 22
სეგუბმა შვა იაირი, რომელსაც ოცდასამი ქალაქი ეკუთვნოდა გილყადის ქვეყანაში.
- 23
აიღეს მათგან გეშურმა და არამმა იარის სოფლები, კენათი და მისი შემოგარენი - სამოცი ქალაქი. ყველა ესენი მაქირის, გილყადის მამის ძენი იყვნენ.
- 24
მას შემდეგ, რაც ხეცრონი ხალების ეფრათში მოკვდა, შვა აბიამ, მისმა ცოლმა აშხური, თეკოაყის მამა.
- 25
იერახმეელის, ხეცრონის პირმშოს ძენი იყვნენ: პირმშო რამი, ბუნა, ორენი, ოცემი და ახია.
- 26
სხვა ცოლიც ჰყავდა იერახმეელს, სახელად ყათარა; ის იყო ონამის დედა.
- 27
იერახმეელის პირმშოს, რამას ძენი იყვნენ: მაყაცი, იამანი და ყეკერი.
- 28
ონამის ძენი იყვნენ: შამაი და იდაყი. შამაის ძენი - ნადაბი და აბიშური.
- 29
აბიშურის ცოლს აბიგაილი ერქვა, რომელმაც ახბანი და მოლიდი უშვა მას.
- 30
ნადაბის ძეები იყვნენ სელედი და აფაიმი; ისე მოკვდა სელედი, შვილები არ ჰყოლია.
- 31
აფაიმის ძე - იშყი, იშყის ძე - შეშანი, შეშანის ძე კი - ახლაი.
- 32
შამაის ძმის, იდაყის ძენი: ახი, შამი, იეთერი და იონათანი. ისე მოკვდა იეთერი, რომ შვილები არ ჰყოლია.
- 33
იონათანის ძენი იყვნენ ფელეთი და ზაზა. ესენი იერახმეელის ძენი იყვნენ.
- 34
ძეები არ ჰყოლია შეშანს, მხოლოდ ასულები. ეგვიპტელი მონა ჰყავდა შეშანს, სახელად იარხაყი.
- 35
მისცა შეშანმა თავის მონას, იარჰას, ცოლად თავისი ასული და უშვა მან ყათაი.
- 36
ყათაიმ შვა ნათანი, ნათანმა შვა ზაბადი,
- 37
ზაბადმა შვა ეფლალი, ეფლალმა შვა ყობედი,
- 38
ყობედმა შვა იეჰუ, იეჰუმ შვა ყაზარია,
- 39
ყაზარიამ შვა ხალეცი, ხალეცმა შვა ელყასა,
- 40
ელყასამ შვა სისმაი, სისმაიმ შვა შალუმი,
- 41
შალუმმა შვა იეკამეა, იეკამეამ შვა ელიშამაყი.
- 42
იერახმეელის ძმის, ხალების ძე იყო: მისი პირმშო მეშაყი, ზიფის მამა; ხოლო მარეშა - ხებრონის მამა.
- 43
ხებრონის ძენი: კორახი, თაფუახი, რეკემი და შემაყი.
- 44
შემაყმა შვა რახამი, იორკეყამის მამა; რახამმა შვა შამაი.
- 45
შამაის ძე იყო მაყონი, მაყონი ბეთცურის მამა გახდა.
- 46
ყეიფას, ხალების ხარჭას, ეყოლა ხარანი, მოცა და გაზეზი. ხარანმა შვა გაზეზი.
- 47
იაჰედაის ძენი: რეგემი, იოთამი, გეშანი, ფელეტი, ყეიფა და შაყაფი.
- 48
ხალების ხარჭამ, მაყაქამ, შვა შებერი და თირხანა.
- 49
მანვე შვა შაყაფი, მადმანას მამა, შევა - მახბენას და გიბყას მამა და აქსახი - ხალების ასული.
- 50
ესენი იყვნენ ხალების ძენი: ხური, ეფრათის პირმშო და შობალი, კირიათ-იეყარიმის მამა;
- 51
სალმა, ბეთ-ლეხემის მამა, ხარეფი, ბეთ-გადერის მამა.
- 52
შობალის, კირიათ-იეყარიმის მამის, შთამომავალნი იყვნენ: ჰარო, ჰაცი, მენუჰოტი.
- 53
კირიათ-იეყარიმის საგვარეულოებია: ითრელნი, ფუთელნი და შუმათელნი. ამათგან გამოვიდნენ ცორათელნი და ეშთაოლელნი.
- 54
სალმას ძენი: ბეთ-ლეხემი და ნეტოფელი, ყატროთ ბეთ-იოაბი, ჰაცი, მანუჰოტი და ცარყელნი.
- 55
იაყბეცში მცხოვრები მწერლების საგვარეულონი: თირყათელნი, შიმყათელნი, სუქათელნი. ესენი იყვნენ კინიმელნი, ხამათის, ბეთ-რეხაბის მამის შთამომავალნი.