1 ნეშტთა 6
- 1
ლევის ძენი იყვნენ: გერშომი, კეჰათი და მერარი.
- 2
გერშომის ძეთა სახელები: ლიბნი და შიმყი.
- 3
კეჰათის ძენი იყვნენ: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
- 4
მერარის ძენი: მახლი და მუში; ლევის საგვარეულონი თავ-თავისი მამის სახლებით:
- 5
გერშომის ძე ლიბნი; მისი ძე იახათი, ხოლო მისი ძე ზიმა,
- 6
მისი ძე იოახი, მისი ძე ყიდო, მისი ძე ზერახი, მისი ძე იეათრაი.
- 7
კეჰათის ძენი: მისი ძე ყამინადაბი, მისი ძე კორახი, მისი ძე ასირი,
- 8
მისი ძე ელკანა, მისი ძე ებიასაფი და მისი ძე ასირი,
- 9
მისი ძე თახათი, მისი ძე ურიელი, მისი ძე ყუზია და მისი ძე შაული.
- 10
ელკანას შთამომავალნი: ყამასაი, ახიმოთი.
- 11
ახიმოთის ძე იყო ელკანა, მისი ძენი: ცეფაია და ნახათი,
- 12
მისი ძე ელიაბი; მისი ძე იეროხამი; მისი ძე ელკანა.
- 13
სამუელის ძენი: პირმშო ვაშნი და აბია.
- 14
მერარის ძენი: მახლი, ლიბნი, შიმყი და ყუზა,
- 15
მისი ძე შიმყა, მისი ძე ხაგია, მისი ძე ყასაია.
- 16
აი ისინი, ვინც მგალობლებად დაადგინა დავითმა უფლის ტაძარში, როცა კიდობანი დაასვენა იქ.
- 17
მსახურობდნენ მგალობლებად, საკრებულო კარვის, სავანეს წინაშე, სანამ სოლომონი უფლის ტაძარს ააშენებდა იერუსალიმში; თავისი წესდებისამებრ დგებოდნენ მსახურებაზე.
- 18
აჰა, მომსახურენი და მათი ძენი: კეჰათის ძეთაგან - ჰემან მგალობელი, იოელის ძე, ძისა სამუელის,
- 19
ელკანას, იეროხამის, ელიელის, თოახის,
- 20
ცუფის, ელკანას, მახათას, ყამასაის,
- 21
ელკანას, იოელის, ყაზარიას, ცეფანიას,
- 22
თახათის, ასირის, ებიასაფის, კორახის,
- 23
იცჰარის, კეჰათის, ლევისა და ისრაელის შთამომავალი.
- 24
მისი ძმა ასაფი, მის მარჯვნივ იდგა. ასაფ - ძე ბერექიაჰუ შიმყის ძისა,
- 25
მიქაელის, ბაყასეიას, მალქიას,
- 26
ეთნის, ზერახის, ყადაიას,
- 27
ეთანის, ზიმას, შიმყის,
- 28
იახათის, გერშომისა და ლევის შთამომავალი.
- 29
მათ ხელმარცხნივ მერარის ძენი იდგნენ: ეთან კიშის ძე, ყაბდის, მალუქის,
- 30
ხაშაბიას, ამაციას, ხილკიას,
- 31
ამაცის, ბანის, შამერის,
- 32
მახლის, მუშის, მერარისა და ლევის შთამომავალი.
- 33
მათი ძმანი, ლევიანნი დაინიშნენ სავანის ყოველ მსახურებაზე, ღვთის სახლში,
- 34
აჰარონი და მისი ძენი კი სრულადდასაწველისა და საკმეველის სამსხვერპლოზე აკმევდნენ, წმიდათა-წმიდაის ყოველი საქმისა და ისრაელის შენდობისათვის, როგორც ამცნო მათ მოსემ, ღვთის მსახურმა.
- 35
ესენი იყვნენ აჰარონის ძენი: მისი ძე ელეაზარი, მისი ძე ფინხასი, მისი ძე აბიშუაყი,
- 36
მისი ძე ბუკი, მისი ძე ყუზი, მისი ძე ზერახი,
- 37
მისი ძე მერაიოთი, მისი ძე ამარია, მისი ძე ახიტუბი,
- 38
მისი ძე ცადოკი და მისი ძე ახიმაყაცი.
- 39
ეს არის მათი სამკვიდრებელი, რომელიც წილისყრით შეხვდა აჰარონის ძეთ, კეჰათის საგვარეულოდან.
- 40
მისცეს ხებრონი თავისი საძოვრებით, იუდას ქვეყანაში.
- 41
ქალაქის ყანები კი, თავისი სოფლებით, ხალებ იეფუნეს ძეს მისცეს.
- 42
მისცეს აჰარონის ძეებს თავშესაფარი ქალაქები: ხებრონი და ლიბნა, იათირი და ეშთემოა თავ-თავისი საძოვრებით,
- 43
ხილენი თავისი ყანებით, ასევე დებირი თავისი ყანებით,
- 44
აშანი თავისი ყანებით და ბეთშემეში თავისი ყანებით.
- 45
ბენიამინის ტომიდან: გებაყი და ყალამეთი თავ-თავისი საძოვრებით, აგრეთვე ყანათოთი თავისი საძოვრებით: მათი საგვარეულოების მთელი ქალაქები, სულ ცამეტი.
- 46
კეჰათის დანარჩენ ძეებს, მენაშეს ნახევარტომიდან, ათი ქალაქი მისცეს წილისყრით.
- 47
გერშომის ძეებს ცამეტი ქალაქი მისცეს ბაშანში თავისი საგვარეულოების მიხედვით, ისაქარის, აშერის, ნაფთალისა და მენაშეს ტომებიდან.
- 48
მერარის ძეებს წილისყრით თორმეტი ქალაქი მისცეს თავისი საგვარეულოების მიხედვით, რეუბენის, გადისა და ზებულონის ტომიდან.
- 49
აი, ეს ქალაქები მისცეს ისრაელის ძეებმა ლევიანებს თავ-თავისი შემოგარენით.
- 50
წილისყრით მისცეს იუდას, სიმონისა და ბენიამინის ტომების ძეთ სახელდებული ქალაქები.
- 51
ხოლო კეჰათის ძეთა ზოგიერთ საგვარეულოს ეფრემის ტომის ქალაქები მისცეს.
- 52
მისცეს მათ თავშესაფარი ქალაქები: შექემი და მისი საძოვრები ეფრემის მთაზე და გეზერი თავისი მიწებით,
- 53
იაკმეყამი და ბეთ-ხორენი თავ-თავისი საძოვრებით,
- 54
აიალონი და გათ-რიმონი თავ-თავისი საძოვრებით.
- 55
კეჰათის დანარჩენ ძეებს მენაშეს ნახევარტომიდან ყანერი და ბილყამი გადასცეს თავ-თავისი საძოვრებით.
- 56
მენაშეს ნახევარტომის საგვარეულოებისგან გერშონის ძეებს გადასცეს გოლანი ბაშანში და აგრეთვე ყაშთაროთი თავ-თავისი საძოვრებით.
- 57
ისაქარის ტომიდან - კედეში და დაბრათი თავ-თავისი საძოვრებით,
- 58
რამოთი და ყანემი თავ-თავისი საძოვრებით.
- 59
აშერის ტომიდან - მაშალი და ყაბდონი თავ-თავისი საძოვრებით,
- 60
ხუკოკი და რეხობი თავ-თავისი საძოვრებით.
- 61
ნაფთალის ტომიდან - კედეში გალილეაში, ხამონი და კირიათაიმი თავ-თავისი საძოვრებით.
- 62
მერარის დანარჩენ ძეებს ზებულონის ტომიდან - რიმონი და თაბორი თავ-თავისი საძოვრებით.
- 63
მისცეს რეუბენის ტომიდან იორდანეს გაღმა - აღმოსავლეთით, იერიხოს პირდაპირ, უდაბნოში მდებარე ბეცერი და იაჰცა თავ-თავისი საძოვრებით,
- 64
კედემოთი და მეფაყათი თავ-თავისი საძოვრებით.
- 65
გადის ტომიდან - რამოთი გილყადში თავ-თავისი საძოვრებით,
- 66
ხეშბონი და იაყზერი თავ-თავისი საძოვრებით.