იესო ნავეს ძე 19
- 1
მეორე წილი სიმონს, სიმონის ძეთა ტომს ხვდა, მათი საგვარეულოებისამებრ; მათი სამკვიდრო იუდას ძეთა სამკვიდრებელში იყო.
- 2
აი მათი სამკვიდრო: ბეერ-შება, შებაყი, მოლადა;
- 3
ხაცარ-შუყალი, ბალა, ყეცემი;
- 4
ელთოლადი, ბეთული, ხორმა;
- 5
ციკლაგი, ბეთ-მარქაბოთი, ხაცარ-სუსა;
- 6
ბეთ-ლებაოთი და შარუხენი - სულ ცამეტი ქალაქი თავისი სოფლებით.
- 7
ყაინი, რიმონი, ყეთერი და ყაშანი - ოთხი ქალაქი თავისი სოფლებით.
- 8
და ყველა სოფელი, რომელიც ამ ქალაქების ირგვლივ იყო, ბაყალათ-ბეერამდე და რამათ-ნეგებამდე; ესაა სიმონის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.
- 9
იუდას ტომის წილიდანაც მისცეს სიმონის ძეებს სამკვიდრებელი, რადგან დიდი იყო იუდას ძეთა წილი; და ერგოთ სიმონის ძეებს სამკვიდრო იუდას ძეთა სამკვიდროს შორის.
- 10
მესამე წილი ზებულონის ძეებს ერგო მათი საგვარეულოების მიხედვით. სარიდამდე იყო მათი სამკვიდროს საზღვარი.
- 11
და მარყალასკენ, დასავლეთით მიიწევდა მათი საზღვარი, დაბეშეთს ეხებოდა და ეკვროდა ხევს, რომელიც იოკნეყამის წინაა.
- 12
სარიდადან აღმოსავლეთისკენ უხვევდა ქისლოთ-თაბორამდე, გადადიოდა დაბერათთან და იაფიაყისკენ მიიწევდა.
- 13
იქიდან აღმოსავლეთით, აისისკენ, გათ-ხეფერისკენ, ყითაკაცინისკენ გრძელდებოდა, გადადიოდა რიმონისკენ და ნეყასკენ უხვევდა.
- 14
ჩრდილოეთით ხანათონისკენ უხვევდა საზღვარი და იფთახელის ველზე ბოლოვდებოდა.
- 15
კატათი, ნაჰალალი, შიმრონი, იდალა და ბეთლემი - თორმეტი ქალაქი თავისი სოფლებით.
- 16
აი, ზებულონის ძეთა სამკვიდრო - ეს ქალაქები თავისი სოფლებით.
- 17
ისაქარს მეოთხე წილი ერგო, ისაქარის ძეებს მათი საგვარეულოების მიხედვით.
- 18
მათ საზღვრებში მოხვდა: იზრეყელი, ქესულოთი, შუნემი;
- 19
ხაფარაიმი, შიონი, ანახარათი;
- 20
რაბითი, კიშიონი, ებეცი;
- 21
რემეთი, ყენ-განიმი, ყენ-ხადა და ბეთ-ფაცეცი.
- 22
საზღვარი თაბორს, შახაციმას და ბეთ-შემეშს ეკვროდა. იორდანესთან ბოლოვდებოდა საზღვარი: თექვსმეტი ქალაქი თავისი სოფლებით.
- 23
აი, ისაქარის ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით - ეს ქალაქები თავისი სოფლებით.
- 24
მეხუთე წილი აშერის ძეთა ტომს ხვდა, მათი საგვარეულოების მიხედვით.
- 25
აი, მათი სამკვიდრო: ხელკათი, ხალი, ბეტენი, აქშაფი;
- 26
ყალამელექი, ყამყადი და მიშალი. დასავლეთით ქარმელსა და შიხორ-ლიბნათს ემიჯნებოდა.
- 27
ბრუნდებოდა მზის აღმოსავალისკენ, ბეთ-დაგონის მიმართულებით და ზებულონსა და იფთახ-ელის ველს ჩრდილოეთიდან, ბეთ-ყემეკისა და ნეყიელის მიმართულებით ეკვროდა და მარცხნივ ქაბულისკენ გადიოდა;
- 28
ყებრონი, რეხობი, ხამონი და კანა დიდ ციდონამდე;
- 29
ბრუნდებოდა საზღვარი რამასკენ ცორის გამაგრებულ ქალაქამდე, ხოსასკენ უხვევდა და ზღვასთან, აქზიბის მხარეში ბოლოვდებოდა.
- 30
ასევე ყუმა, აფეკი და რეხობი - ოცდაორი ქალაქი თავისი სოფლებით.
- 31
ეს იყო აშერის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით - ეს ქალაქები და მათი სოფლები.
- 32
მეექვსე წილი ნაფთალის ძეებს ერგო, ნაფთალის ძეთ მათი საგვარეულოების მიხედვით:
- 33
მოდიოდა მათი საზღვარი ხელეფიდან და ცაყანანიმის მუხიდან ადამი-ნეკებთან და იაბნეელთან ლაკუმამდე და იორდანესთან ბოლოვდებოდა.
- 34
ბრუნდებოდა საზღვარი დასავლეთით აზნოთ-თაბორისკენ, იქიდან ხუკოკისკენ გადადიოდა და ზებულონს სამხრეთიდან ეკვროდა, აშერს - დასავლეთიდან და იუდას - იორდანეს მხრიდან, მზის აღმოსავლეთით.
- 35
გამაგრებული ქალაქები: ციდიმი, ცერი, ხამათი, რაკათი, ქინერეთი;
- 36
ადამა, რამა, ხაცორი;
- 37
კედეში, ედრეყი, ყენ-ხაცორი;
- 38
ირონი, მიგდალელი, ხორემი, ბეთ-ყანათი და ბეთ-შემეში - ცხრამეტი ქალაქი თავისი სოფლებით.
- 39
აი, ნაფთალის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით - ეს ქალაქები და მათი სოფლები.
- 40
დანის ძეთა ტომს, მათი საგვარეულოების მიხედვით, მეშვიდე წილი ერგო.
- 41
აი, მათი სამკვიდრებელი: ცორყა, ეშთაოლი, ყირ-შემეში;
- 42
შაყალაბინი, აიალონი, ითლა;
- 43
ელონი, თიმნა, ყეკრონი;
- 44
ელთეკე, გიბთონი, ბაყალათი;
- 45
იეჰუდი, ბენე-ბერაკი, გათ-რიმონი;
- 46
მეიარკონი და რაკონი მიწებიანად, იაფოს პირდაპირ.
- 47
ამ საზღვრებში ერგო დანის ძეთ წილი, ავიდნენ ისინი, შეებრძოლნენ ლეშემს, დაიპყრეს იგი და მოსრეს მახვილის პირით. დაიმკვიდრეს და დასახლდნენ იქ; და უწოდეს ლეშემს დანი, მათი მამის, დანის სახელის მიხედვით.
- 48
ეს იყო დანის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით - ეს ქალაქები და სოფლები.
- 49
როცა დაასრულეს დანაწილება ქვეყნისა თავისი საზღვრებით, მაშინ მისცეს ისრაელის ძეებმა სამკვიდრო იეშუას, ნავეს ძეს, თავიანთ შორის.
- 50
უფლის ბრძანებისამებრ მისცეს მას ქალაქი, რომელიც მოითხოვა: თიმნათ-სერახი - ეფრემის მთაზე; ააშენა ქალაქი და იქ დასახლდა.
- 51
ეს იყო მემკვიდრეობა, რომელიც დაუნაწილეს უფლის წინაშე ელეაზარ მღვდელმა, იეშუა ნავეს ძემ და მთავრებმა ისრაელიანთა ტომებს წილისყრით შილოში, საკრებულო კარვის შესასვლელთან. და დაასრულეს ქვეყნის დანაწილება.