აღიარება, ცნობა

საკვანძო მუხლები
ქართული ბიბლიის სიმფონიისთვის
- თუ დამნაშავეა ერთ-ერთ მათგანში, უნდა აღიაროს, რა შესცოდა ლევ.5,5
- დანაშაულის აღიარების დღე ლევ.6,5
- აღიარებს ისრაელიანთა ყოველ უკანონობას, ურჩობას, ცოდვას ლევ.16,21
- საძულველის ძე უნდა აღიაროს პირმშოდ რჯ.21,17
- არ აღიარებს თავის ძმებს და არ ცნობს შვილებს რჯ.33,9
- ღმერთის სახელის აღიარება 3მფ.8,33
- ღმერთის რჯულის წიგნს კითხულობდნენ, დღის მეორე მეოთხედი კი აღიარებასა და უფლის, თავიანთი ღმერთის თაყვანისცემაში იყვნენ ნეემ.9,3
- ცოდვა ჩემი ვაღიარე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს ფს.31,5
- ვიცი ჩემი დანაშაული ფს.50,3
- ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი იგავ.3,6
- ღვთის ძალის აღიარება ეს.33,1
- ღვთის ხალხის ცნობა ეს.61,9
- მიხვდი შენს ურჯულოებას, რადგან უფლის, შენი ღმერთის წინააღმდეგ ჩაიდინე დანაშაული იერ.3,13
- ვიცი, უფალო, ჩვენი ბოროტება იერ.14,20
- ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე მათ.10,32
- ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ მათ.25,12
- მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმაც აღიარეს, რომ მართალია ღმერთი ლუკ.7,29
- [იოანე ნათლისმცელმა] აღიარა და არ უარყო; აღიარა: "მე არა ვარ ქრისტე” იოან.1,20
- პირი შეეკრათ: სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც იესოს ქრისტედ აღიარებდა იოან.9,22
- მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე იოან.10,14
- ეგვიპტეზე სხვა მეფე აღდგა, რომელიც არ იცნობდა იოსებს საქ.7,18
- ყველანი ეურჩებიან კეისრის ბრძანებებს და სხვას აღიარებენ მეფედ, იესოს! საქ.17,7
- მრავალი მოდიოდა მათგან, ვინც ირწმუნა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს საქ.19,18
- სადუკეველნი ამბობდნენ, არ არის აღდგომა, არც ანგელოზი და სულიო, ფარისევლები კი ორივეს აღიარებდნენ საქ.23,8
- აღმატებულო ფელიქს, ყველგან და ყოველთვის მადლიერებით ვაღიარებთ, რომ შენი წყალობით სრული მშვიდობა გვაქვს საქ.24,3
- ვაღიარებ შენთან, რომ იმ გზით, ესენი მწვალებლობას რომ უწოდებენ, მე ნამდვილად ვემსახურები მამების ღმერთს საქ.24,14
- ვინც უარყოფს ძეს, არც მამა ჰყავს; ძის მაღიარებელს კი მამაც ჰყავს 1იოან.2,23
- ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორცში მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის 1იოან.4,2
- თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები რომ.10,9
- გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად რომ.10,10
- ყოველი ენა აღიარებს ღმერთს რომ.14,11
- მოციქულის წერილის გაგება როგორც ღვთის მცნებისა 1კორ.14,37
- ეკლესიის ხელმძღვანელების აღიარება 1კორ.16,18
- ღმერთს ადიდებენ თქვენს მიერ ქრისტეს სახარების მორჩილებისა და აღიარების გამო 2კორ.9,13
- შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო კოლ.2,2
- მრავალი მოწმის წინაშე აღიარე კეთილი აღსარება 1ტიმ.6,12
- განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს 2ტიმ.2,19
- სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ, იქნებ მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად 2ტიმ.2,25
- სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ ტიტ.1,16
- მტკიცედ მივყვეთ იმედის აღიარებას, ვინაიდან აღმთქმელი ერთგულია ებრ.10,23
- აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე ებრ.11,13
2.1.121 Признать - открытся, исповедать
Лев.5,5; 6,5; 16,21 Вт.21,17; 33,9; 3цар.8,33 Неем.9,3 Пс.31,5; 50,3 Пр.3,6 Ис.33,1; 61,9 Иер.3,13; 14,20 Матф.10,32; 25,12 Лук.7,29 Ин.1,20; 9,22; 10,14 Деян.7,18; 17,7; 19,18; 23,8; 24,3.14; 1Ин.2,23; 4,2 Рим.10,9.10; 14,11; 1Кор.14,37; 16,18; 2Кор.9,13 Кол.2,2; 1Тим.6,12; 2Тим.2,19.25 Тит.1,16 Евр.10,23; 11,13