ყოვლისშემძლეობა - განუსაზღვრელი ძალაუფლება, შეუძლებლის არარსებობა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 3 ; დაბადება 17 : 1 ; ფსალმუნები 113 : 11 ; ესაია 11 : 2 ; ესაია 40 : 28 ; ამოსი 1 : 3 ; ამოსი 4 : 13 ; მათე 4 : 11 ; მათე 8 : 3 ; მათე 25 : 31 ; მარკოზი 1 : 27 ; იოანე 10 : 18 ; რომაელთა 4 : 17 ; რომაელთა 15 : 19 ;
=2.2.88 ყოვლისშემძლეობა - განუსაზღვრელი ძალაუფლება, შეუძლებლის არარსებობა

ღმერთის გამოხატული მის:
- სახელებში: "ყოვლისშემძლე", "ყოვლადძლიერი" და სხვ. დაბ.17,1
- შემოქმედებით სიტყვაში დაბ.1,3
- ბუნებაზე ძალაუფლებაში ამ.4,13
- ხალხებზე ძალმოსილებაში ამ.1,3 - 6,14
- სურვილის მიხედვით მოქმედებაში ფს.113,11
- არარსებულის ყოფად მოწოდებაში რომ.4,17-24
- მოუღლელობაში ეს.40,28

ქრისტესი გამოვლინდება მის ძალაუფლებაში:
- ავადმყოფობებზე მათ.8,3
- არაწმინდა სულებზე მარ.1,23-27
- ეშმაკზე 4,1-11
- სიკვდილზე იოან.10,17.18
- განკითხვაზე მათ.25,31-33

სული წმიდა ავლენს ძალას:
- დავანებული ქრისტეზე ეს.11,2
- სახარების გავრცელებაში რომ.15,19

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1
3. თქვა ღმერთმა: "იყოს ნათელი!” და იქმნა ნათელი.

დაბადება 17
1. ოთხმოცდაცხრამეტი წლის იყო აბრამი, როცა უფალი გამოეცხადა და უთხრა: "მე ვარ ელ შადაი - ღმერთი ყოვლისშემძლე, იარე ჩემს წინაშე და იყავი უმწიკვლო.

ფსალმუნი 113
11. ჩვენი ღმერთი კი ზეცაშია; და რასაც ისურვებს, იმას აკეთებს.

ესაია 11
2. და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა.

ესაია 40
28. განა არ იცი, განა არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების დამფუძნებელი, არც იღლება და არც იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება.

ამოსი 1
3. ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ დამასკოს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გილყადს.

ამოსი 4
13. რადგან, აჰა, მთები მან გამოსახა და ქარი მან შექმნა, თავის ზრახვებს უცხადებს ადამიანს და წყვდიადად აქცევს ცისკარს, დედამიწის მწვერვალებია მისი ფეხსადგამი; უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.

მათე 4
11. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა. და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურნენ მას.

მათე 8
3. გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და თქვა: "მინდა, განიწმიდე!” მყისვე განიწმიდა იგი კეთრისგან.

მათე 25
31. ხოლო, როცა თავისი დიდებით მოვა ძე კაცისა და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.
32. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისგან.
33. დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, თხებს კი - თავის მარცხნივ.

მარკოზი 1
27. ყველანი განცვიფრდნენ, ისე, რომ ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც კი ემორჩილებიანო მას?

იოანე 10
17. იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ ჩემს სიცოცხლეს ვდებ, რათა კვლავ დავიბრუნო იგი.
18. ვერავინ წამართმევს მას, მაგრამ მე თვითონ ვდებ მას. მე მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება მის დასაბრუნებლად. ეს მცნება მამაჩემისგან მივიღე”.

რომაელთა 4
17. როგორც წერია: "მე დაგაყენე მრავალი ერის მამად ღვთის წინაშე”. ღვთისა, რომელსაც ერწმუნა იგი; ღვთისა, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არარსებულს ყოფად მოუწოდებს.

რომაელთა 15
19. ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილურიკიამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება.