სავსება ყოველივე ყოველივეში


საკვანძო მუხლები:

3მეფეთა 8 : 27 ; იერემია 23 : 24 ; 1კორინთელთა 10 : 26 ; 1კორინთელთა 15 : 28 ; ეფესელთა 1 : 23 ; ეფესელთა 4 : 10 ; კოლასელთა 1 : 19 ; კოლასელთა 2 : 9 ; კოლასელთა 3 : 11 ;
=2.2.86 სავსება ყოველივე ყოველივეში

ნათქვამია:
- ღმერთის შესახებ, რომელიც ყოველივეს მოიცავს 3მფ.8,27 იერ.23,24; 1კორ.10,26; 15,28
- ქრისტეს შესახებ, რომელსაც მამამ ყოველივე დაუმორჩილა 1კორ.15,27 ეფ.4,10 კოლ.1,17.19; 2,9; 3,11
- ეკლესიაც მოიაზრება ქრისტეს სისრულეში, რადგან მეფეს სამეფოც ესაჭიროება. აქვე იგულისხმება რომ ქრისტეს სისრულით ივსება ეკლესია ეფ.1,[23]

ბიბლიის მუხლები

3მეფეთა 8
27. ნუთუ ნამდვილად დამკვიდრდება ღმერთი დედამიწაზე? აჰა, ცანი და ცანი ცათანი ვერ გიტევენ შენ, როგორღა დაგიტევს ეს სახლი, რომელიც მე ავაშენე?

იერემია 23
24. სამალავშიც რომ დაიმალოს ვინმე, განა ვერ დავინახავ? ამბობს უფალი, განა ცა და ქვეყანა ჩემით არ არის სავსე? ამბობს უფალი.

1კორინთელთა 10
26. რადგან უფლისაა დედამიწა და სისავსე მისი.

1კორინთელთა 15
27. იმიტომ, რომ ყოველივე მის ფეხქვეშ დაამხო და დაუმორჩილა. ხოლო როცა ვამბობ, ყოველივე მას დაუმორჩილა-მეთქი, ცხადია, იმის გარდა, ვინც მას დაუმორჩილა ყოველივე.
28. და როცა ყოველივეს დაუმორჩილებს მას, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში.

ეფესელთა 1
23. რომელიც მისი სხეულია, სისრულე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში.

ეფესელთა 4
10. ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე.

კოლასელთა 1
17. ის არის უწინარეს ყოვლისა და ყოველივე მისით დგას.
19. ვინაიდან სასურველი იყო მამისთვის, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სისავსე,

კოლასელთა 2
9. ვინაიდან სხეულებრივად მასშია დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე;

კოლასელთა 3
11. სადაც არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში.