მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ეზეკიელი 15

  1. 1

    და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:

  2. 2

    "ძეო კაცისავ! რითი სჯობს ვაზი, ყველა სხვა ხეს, ტყის ხეთა შორის რომ არის?

  3. 3

    განა იღებენ მისგან მერქანს რაიმე ნაკეთობის გასაკეთებლად? ან კაუჭი თუ გამოვა მისგან რაიმე ჭურჭლის ჩამოსაკიდებლად?

  4. 4

    აჰა, ცეცხლში ჩააგდებ დასაწველად; მის ორივე ბოლოს დასწვავს ცეცხლი და შუაგულიც გამოეწვება. განა გამოდგება იგი რამეში?

  5. 5

    აჰა, მთელი იყო და არაფრად ვარგოდა, მით უმეტეს ცეცხლმა რომ დასწვა და გამოიწვა, რაღაში გამოდგება?”

  6. 6

    ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: "როგორც ვაზი მივეცი ცეცხლს ტყის ხეთა შორის დასაწვავად, ასე მოვექცევი იერუსალიმის მკვიდრებსაც.

  7. 7

    მათ წინააღმდეგ მივაქცევ სახეს, ცეცხლიდან რომც გამოვიდნენ, მაინც ცეცხლი შეჭამთ. მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი, როცა სახეს მივაქცევ მათ წინააღმდეგ.

  8. 8

    ასე გავატიალებ ამ ქვეყანას იმის გამო, რომ მღალატობდნენ!” - ამბობს უფალი ღმერთი.