მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ესაია 18

  1. 1

    ვაი ფრთიანი გემების ქვეყანას, ქუშის მდინარეთა გაღმა.

  2. 2

    ზღვით რომ აგზავნის ელჩებს, წყალზე მოცურავე ლერწმის ნავებით; წადით, მკვირცხლო მოციქულნო, მაღალ და პირტიტველ ერთან, ძველთაგან დღემდე საშიშარ ხალხთან, ძლევამოსილ და დამთრგუნველ ერთან, რომლის ქვეყანასაც მდინარეები სერავენ.

  3. 3

    ქვეყნიერების ყველა მცხოვრებნო და მიწის ბინადარნო, როცა ნიშანი აღიმართება მთებზე - დაინახეთ; როცა საყვირი ახმიანდება - ყურად იღეთ.

  4. 4

    რადგან ასე მითხრა უფალმა: "მშვიდად გადმოვიხედავ ჩემი სამკვიდროდან, როგორც შუადღის ხვატის სინათლე და როგორც ნამის ღრუბელი მკის პაპანაქებაში”.

  5. 5

    რადგან რთველის წინ, როცა ყველაფერი აყვავდება და ყვავილი მომწიფებულ ნაყოფად იქცევა, დანით აკაფავს იგი ყლორტებს და გაშვერილ ლერწებს მოაშორებს.

  6. 6

    ყველაფერი მთის მტაცებელ ფრინველებსა და მიწის ველურ მხეცებს დარჩებათ; დაიზაფხულებენ მასზე მტაცებელი ფრინველები და მიწის ყველა მხეცი იქ გამოიზამთრებს.

  7. 7

    იმ დღეს ძღვენს მიუტანენ ცაბაოთ უფალს მაღალი და პირტიტველი ხალხისგან, ძველთაგან დღემდე საშიშარი ხალხისგან, ძლევამოსილი და დამთრგუნველი ერისგან, რომლის ქვეყანასაც მდინარენი სერავენ - ცაბაოთ უფლის ადგილზე, სიონის მთაზე.