ფსალმუნები 97
- 1
ფსალმუნი. უგალობეთ უფალს ახალი გალობა, რადგან სასწაულები მოიმოქმედა; იხსნა იგი მისმა მარჯვენამ და მისმა წმიდა მკლავმა.
- 2
განაცხადა უფალმა ხსნა მისმიერი, ხალხთა თვალწინ გადაშალა მისი სიმართლე.
- 3
გაუხსენა წყალობა და ჭეშმარიტება თვისი ისრაელის ხალხს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა.
- 4
შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ.
- 5
უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და საგალობლის ხმით.
- 6
რქით და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ უფალს მეფის წინაშე.
- 7
ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი.
- 8
მდინარეებმა ტაში დაუკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ.
- 9
უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად; განიკითხავს მსოფლიოს სიმართლით და ხალხებს სისწორით.