მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 96

  1. 1

    უფალი მეფობს, ილხინოს ქვეყნიერებამ; გაიხარონ უამრავმა კუნძულებმა.

  2. 2

    ღრუბელი და ნისლია მის ირგვლივ; სიმართლით და განსჯით არის წარმართული მისი ტახტი.

  3. 3

    ცეცხლი იარება მის წინაშე და ედება ირგვლივ მის მტრებს.

  4. 4

    გაანათებენ მისი ელვები სამყაროს, ნახავს და შეშინდება ქვეყანა.

  5. 5

    მთები ცვილივით დადნებიან უფლის პირისაგან, მთელი ქვეყნიერების უფლის პირისაგან.

  6. 6

    გამოაცხადეს ცებმა სიმართლე მისი და ყველა ხალხმა იხილა დიდება მისი.

  7. 7

    შერცხვება ყველა, ვინც ქანდაკებას ემსახურება, ვინც ტრაბახობს კერპებით; თაყვანი ეცით მას, ყოველნო ანგელოზნო.

  8. 8

    მოისმენს და გაიხარებს სიონი და ილხენენ იუდას ასულები შენთა სამართალთათვის, უფალო!

  9. 9

    რადგან შენ, უფალო, უმაღლესი ხარ მთელს ქვეყნიერებაზე, მეტისმეტად აღზევებული ყველა ღმერთებზე.

  10. 10

    უფლის მოყვარულნო, შეიძურიეთ ბოროტება; ის იცავს მის წმიდათა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.

  11. 11

    შუქი იღვრება წმიდისათვის და გულმართალთათვის - მხიარულება.

  12. 12

    იმხიარულეთ, წმიდანებო, უფლის მიმართ და ადიდეთ მისი წმიდა ტაძრის სახსენებელი.