მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 94

  1. 1

    მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.

  2. 2

    სამადლობელით წარვდგეთ მის პირისპირ და სიმღერებით შევღაღადოთ მას.

  3. 3

    რადგან უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე - ყველა ღვთაებაზე აღმატებული.

  4. 4

    რადგან მის ხელთაა სიღრმენი მიწისა და მთების ძლიერება მისია.

  5. 5

    რადგან მისია ზღვა - მან შეჰქმნა იგი და ხმელეთი მის ხელთა ქმნილებაა.

  6. 6

    მოდით, თაყვანი ვცეთ და მოვიხაროთ, მუხლი მოვიდრიკოთ ჩვენი შემქმნელი უფლის წინაშე.

  7. 7

    რადგან ის ჩვენი ღმერთია, ჩვენ კი ხალხი მისი სამწყოსი და ცხვარი მისი ხელქვეითი; ო, დღეს რომ მოგესმინათ მისი ხმა:

  8. 8

    ნუ გაისასტიკებთ თქვენს გულებს, ვითარცა მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს უდაბნოში;

  9. 9

    რომ გამომცადეს თქვენმა მამებმა, გამომცადეს და იხილეს ჩემი ნამოქმედარი.

  10. 10

    ორმოც წელიწადს მომაბეზრა თავი იმ თაობამ და ვთქვი: მცდარი გულის ხალხია ისინი და არ იციან მათ ჩემი გზები.

  11. 11

    ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანების ჟამს, რომ ვერ შევლენ ჩემს სავანეში.