ფსალმუნები 80
- 1
გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე. ასაფისა. უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას, შეჰღაღადეთ იაკობის ღმერთს.
- 2
ასწიეთ სიმღერა და დაუკარით დაირა, ტკბილხმიანი ქნარი ებანთან ერთად.
- 3
დაუკარით ახალი თვის თავზე ბუკი, მთვარის მოვანების ჟამს, ჩვენი დღესასწაულის დღეს.
- 4
რადგან ეს არის კანონი ისრაელისა, სამართალი იაკობის ღმერთისა.
- 5
დაადგინა მოწმობად იოსებისათვის, როცა გამოვიდა ეგვიპტის ქვეყნიდან; ენა, რომელიც არ ვიცოდი, ვისმინე.
- 6
მოვხსენი ტვირთი მის მხრებს. მისი ხელები გოდრისაგან განთავისუფლდნენ.
- 7
გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, გიპასუხე ელვის საფარში, გამოგცადე მერიბას წყლებზე. სელა.
- 8
ისმინე, ჩემო ხალხო, და დაგიმოწმებ მე, ისრაელო, თუ მომისმენ.
- 9
არ იყოს შენში სხვა ღმერთი და თაყვანი არ სცე უცხო ღმერთს.
- 10
მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, შენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან; განავრცე ძირი შენი და გავავსებ მას.
- 11
არ ისმინა ჩემმა ხალხმა ხმა ჩემი და ისრაელი არ დამემორჩილა.
- 12
და მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, იარონ თავიანთ ნებაზე.
- 13
ჩემს ერს რომ ჩემი ესმინა და ისრაელს ჩემს გზაზე ევლო.
- 14
მოკლე ხანში მოვდრეკდი მათს მტრებს და მათს მჩაგვრელებზე ხელს აღვმართავდი.
- 15
უფლის მოძულენი იპირფერებდნენ მასთან და მათი ჟამი იქნებოდა სამარადისო.
- 16
გამოვკვებავდი მათ მაწიერი ხორბლით და კლდის თაფლით დავანაყრებდი.