ფსალმუნები 66
- 1
გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე,ფსალმუნი - გალობა. ღმერთი შეგვიწყალებს და გვაკურთხებს ჩვენ, გამოგვიშუქებს თავის სახეს. სელა.
- 2
რათა შეიტყონ ქვეყნიერებაზე, რომ შენი გზა ყველა ხალხისათვის შველაა.
- 3
გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები ერთიანად.
- 4
გაიხარებენ და ილხენენ ერები, რადგან გაასამართლებ ხალხებს სისწორით და ერებს ქვეყანაზე წაუძღვები. სელა.
- 5
გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები მათიანად.
- 6
მიწამ მოგვცა ნაყოფი თვისი; გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა.
- 7
გვაკურთხოს ღმერთმა და ეშინოდეთ მისი დედამიწის კიდით-კიდემდე.