ფსალმუნები 55
- 1
გუნდის ლოტბარს, მტრედზე,რომელიც მდუმარებს შორეთში. დავითის საგალობელი,როცაფილისტიმელებმა შეიპყრეს იგი გათში. შემიწყალე, ღმერთო, რადგან გათელვას მიპირებს კაცი, ყოველდღე მავიწროებს მოშუღარი.
- 2
ჩანთქმას მითქვამენ ჩემი მტრები ყოველდღიურად, რადგან მრავალი მეომება, უზენაესო.
- 3
საშიშროების დღეს შენ გესავ.
- 4
ღმერთში ვადიდებ მისსავე სიტყვას, ღმერთზე ვარ მინდობილი - არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი?
- 5
ყოველდღე ამახინჯებს ჩემს სიტყვებს; ბოროტია ყოველი მათი ზრახვა ჩემს მიმართ.
- 6
გროვდებიან, მისაფრდებიან ისინი - ჩემი მდევრები, ჩემს ნაკვალევს უთვალთვალებენ, თითქოსდა ჩემს სულს ელოდებიან.
- 7
ნუთუ ამ სიმრუდეს უნდა გადაურჩნენ? რისხვით დაამხე ერები, ღმერთო!
- 8
ჩემი ხეტიალი გამოთვლილი გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები - აგერ, შენს წიგნშია.
- 9
მაშინ უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ; ეს ვიცი, რომ ღმერთი ჩემთან არის.
- 10
ღმერთში შევაქებ სიტყვას, უფალში შევაქებ სიტყვას;
- 11
ღმერთს მივენდე - არ მეშინია; რას მიზამს კაცი?
- 12
ჩემზეა, ღმერთო, შენი აღთქმები; სამადლობელს მოგიზღავ შენ.
- 13
რადგან იხსენი ჩემი სული სიკვდილისაგან, აგერ, ჩემი ფეხი წაბორძიკებისაგან, რათა ვიარო ღმერთის წინაშე სიცოცხლის შუბით.