ფსალმუნები 19
- 1
გუნდისლოტბარს, დავითის საგალობელი. გიპასუხოს შენ უფალმა გაჭირვების დღეს, აგამაღლოს შენ იაკობის ღმერთის სახელმა.
- 2
გამოგიგზავნოს შემწეობა საწმიდრიდან. და სიონიდან შეგამაგროს შენ.
- 3
გაიხსენოს ყველა შენი შესაწირავი და მსუყედ ექმნეს აღსავლენი შენი. სელა.
- 4
მოგცეს შენ შენი გულისამებრ და აღგისრულოს ყოველი შენი განაზრახი.
- 5
ვიმხიარულებთ შენი შველით და ღმერთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა.
- 6
ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა ცხებული თვისი, თავისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით.
- 7
ზოგნი ეტლებით და ზოგნი ცხენებით, ჩვენი კი ჩვენი ღმერთის სახელს ვიხსენებთ;
- 8
ისინი მოიდრიკნენ და დაეცნენ, ჩვენ კი წამოვდექით და წელში გავიმართეთ.
- 9
უფალო, გვიხსენი. დაე, მეუფემ შეგვისმინოს ჩვენი მოხმობის დღეს.