მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 150

  1. 1

    ადიდეთ უფალი. ადიდეთ ღმერთი თავის წმიდაში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების მყარში.

  2. 2

    ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის მრავალგვარობით.

  3. 3

    ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.

  4. 4

    ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებანით და სტვირით.

  5. 5

    ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.

  6. 6

    ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი!