ფსალმუნები 14
- 1
ფსალმუნი დავითისა. უფალო! ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმიდა მთაზე?
- 2
ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში.
- 3
ვინც არავის გასჭორავს თავისი ენით, ცუდს არ გაუკეთებს მოყვასს და აუგს არ იტყვის ახლობელზე.
- 4
ვის თვალშიც დამცირებულია საზიზღარი, ხოლო ღვთის მოშიშებს პატივსა სცემს; ვინც დაიფიცებს თავის საზიანოდ და არ შეცვლის;
- 5
ვინც ფულს ვახშით არ გასცემს და ქრთამს უდანაშაულოზე არ აიღებს; ამის მოქმედი არასოდეს წაფორხილდება.