ფსალმუნები 135
- 1
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 2
ადიდეთ ღმერთი ღმერთებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 3
ადიდეთ უფალი უფალთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 4
მარტოდმარტო მოქმედი დიდ საოცრებათა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 5
ცათა შემქმნელი გონიერებით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 6
დედამიწის განმვრცობი წყლებზე, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 7
შემქმნელი დიდი მნათობებისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 8
მზისა - სამართავად დღისით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 9
მთვარის და ვარსკვლავებისა - ღამით სამართავად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 10
რომელმაც განგმირა ეგვიპტე - პირმშოებითურთ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 11
და გამოიყვანა ისრაელი მათი შუაგულიდან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 12
ხელით ძლიერით და მკლავით შემართულით, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 13
რომელმაც გააპო მეწამული ზღვა ნაჭერ-ნაჭერ, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 14
და გაიყვანა ისრაელი მის შუაგულში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 15
და ჩაღუპა ფარაონი და მისი ჯარი მეწამულ ზღვაში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 16
რომელმაც წაიყვანა ხალხი თვისი უდაბნოში, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 17
რომელმაც განგმირა მეფენი დიდნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 18
და დახოცა მეფენი ძლიერნი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 19
სიხონი, მეფე ამორეველთა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი;
- 20
ოგი, მეფე ბაშანისა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 21
და მისცა მათი ქვეყნები სამკვიდრებლად, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 22
სამკვიდრებლად ისრაელს, თავის მორჩილს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 23
რომელმაც ჩვენი დამცირების ჟამს გაგვიხსენა, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 24
და გვიხსნა ჩვენი მტრებისაგან, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 25
რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 26
ადიდეთ ცათა ღმერთი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.