ფსალმუნები 107
- 1
გალობა.ფსალმუნი დავითისა. მზად არის ჩემი გული, ღმერთო, გაქებ და გიგალობებ ჩემი ღირსებით.
- 2
გამომაღვიძე, ჩანგო და ქნარო, გამოვაღვიძებ ცისკარს.
- 3
გადიდებ შენ, უფალო, ხალხებს შორის და გიგალობებ ერებს შორის.
- 4
რადგან ზეცაზე დიდია წყალობა შენი და ღრუბლებამდეა ჭეშმარიტება შენი.
- 5
ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო, და მთელ ქვეყნიერებას გასწვდეს დიდება შენი.
- 6
რათა გადარჩნენ საყვარელნი შენნი; მიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე.
- 7
ღმერთმა თქვა თავის წმიდაში; ვიზეიმებ, გავანაწილებ შექემს და სუქოთის დაბლობს გავზომავ.
- 8
ჩემია გალაადი, ჩემია მენაშე და ეფრემი ჩაჩქანია ჩემი თავისა, იუდა - კანონმდებელი ჩემი.
- 9
მოაბი ავზია, ჩემი განსაბანელი, ედომზე ფეხსაცმელს გავიშვერ, ფილისტიმელს დავკივლებ.
- 10
ვინ შემიყვანს გამაგრებულ ქალაქში? ვინ წამიძღვება ედომისაკენ?
- 11
ნუთუ შენ არა, ღმერთო, მიგვატოვე და აღარ გამოხვალ ჩვენს მხედრობასთან?
- 12
მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი.
- 13
ღმერთით შევქმნით ლაშქარს და ის დათრგუნავს ჩვენს მტრებს.