მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 10

  1. 1

    გუნდისლოტბარს, დავითისფსალმუნი. უფალზე ვარ მინდობილი; როგორ ეტყვით ჩემს სულს: „გადაიხვეწე ჩიტივით თქვენს მთებში“.

  2. 2

    რადგან აგერ ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.

  3. 3

    თუ საძირკვლები დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას?

  4. 4

    უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს.

  5. 5

    უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.

  6. 6

    ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.

  7. 7

    რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს.