ესთერი 10
- 1
ხარკი დააკისრა მეფე ახაშვეროშმა ქვეყანას და ზღვის კუნძულებს.
- 2
მისი ძალაუფლების, მიღწევებისა და შეძლების საქმე, მორდექაის სრული სიდიადე, თუ როგორ განადიდა იგი მეფემ, განა მიდიელ და სპარსელ მეფეთა მატიანეში არ არის ჩაწერილი?
- 3
რადგან ებრაელი მორდექაი მეორე კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ, დიდი კაცი იყო ებრაელთა შორის და მიღებული თავის მრავალრიცხოვან მოძმეთა შორის, სიკეთის მაძიებელი თავისი ხალხისთვის და მშვიდობის მეტყველი მთელი თავისი ერისთვის.