1 ნეშტთა 23
- 1
მოხუცდა დავითი და გაძღა წლებით, ისრაელზე კი თავისი ძე სოლომონი გაამეფა.
- 2
და შეკრიბა ისრაელის ყველა უხუცესი, მღვდელი და ლევიანი.
- 3
აღირიცხა ყველა ოცდაათ წელს გადაცილებული ლევიანი და გამოვიდა ოცდათვრამეტი ათასი კაცი.
- 4
ამათგან ოცდაოთხი ათასი უფლის სახლის საქმეებს უძღვებოდა, ექვსი ათასი კი მწიგნობრები და მსაჯულები იყვნენ;
- 5
ოთხი ათასი კარისმცველი იყო, ოთხი ათასი კი იმ საკრავებით აქებდა უფალს, რომლებიც დავითმა გააკეთა.
- 6
ლევის, გერშონის, კეჰათისა და მერარის ძეთა დასებად დაჰყო ისინი დავითმა.
- 7
გერშონელთაგან იყვნენ: ლაყდანი და შიმყი.
- 8
ლაყდანის ძენი: თავკაცი იეხიელი, ზეთამი და იოელი - სამნი.
- 9
შიმყის ძენი: შელომითი, ხაზიელი და ჰარანი - სამნი. ესენი იყვნენ ლაყდანის მამისსახლის თავკაცები.
- 10
შიმყის ძენი: იახათი, ზიზა, იეყუში და ბერიყა. ეს ოთხნი იყვნენ შიმყის ძენი.
- 11
იახათი თავკაცი იყო, ზიზა - მეორე, იეყუში და ბერიყა არ იყვნენ მრავალშვილიანნი, ამიტომ აღრიცხვისას ერთ მამისსახლს შეადგენდნენ.
- 12
კეჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი - ოთხნი.
- 13
ყამრამის ძენი: აჰარონი და მოსე. გამოეყო აჰარონი, რომ განეწმიდა წმიდათა წმიდა საგნები, უკუნისამდე საკმეველი ეკმიათ მას და მის ძეებს, რათა ემსახურათ უფლის წინაშე და მისი სახელით ეკურთხებინათ უკუნისამდე.
- 14
მოსე ღვთისკაცი იყო და მისი ძენი ლევის ტომს მიათვალეს.
- 15
მოსეს ძენი: გერშომი და ელიეზერი.
- 16
გერშომის ძენი: თავკაცი - შებუელი.
- 17
ელიეზერის ძენი იყვნენ: თავკაცი - რეხებია. ელიეზერს მეტი შვილი არ ჰყოლია, რეხებიას ძენი კი ძალზე ბევრნი იყვნენ.
- 18
იცჰარის ძენი: თავკაცი - შელომითი.
- 19
ხებრონის ძენი: თავკაცი - იერიაჰუ, მეორე - ამარია, მესამე - იახაზიელი და მეოთხე - იკამყამი.
- 20
ყუზიელის ძენი: თავკაცი - მიქა, იშია - მეორე.
- 21
მერარის ძენი: მახლი და მუში; მახლის ძენი: ელეაზარი და კიში.
- 22
მოკვდა ელეაზარი და ძენი არ ჰყოლია მას, მხოლოდ ასულები, კიშის ძეებმა, მათმა ძმებმა შეირთეს ისინი.
- 23
მუშის ძენი: მახლი, ყედერი და იერიმოთი - სამნი.
- 24
ესენი იყვნენ ლევის ძენი, თავ-თავისი მამისსახლების მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, სახელებისა და სულადობის რიცხვის მიხედვით აღრიცხულნი, რომლებიც უფლის სახლის სამსახურის საქმეს უძღვებოდნენ, ოც წელს გადაცილებულნი.
- 25
რადგან თქვა დავითმა: „უფალმა, ისრაელის ღმერთმა, მოსვენება მისცა თავის ხალხს, რათა უკუნისამდე იერუსალიმში დამკვიდრდნენ ისინი.
- 26
აღარც ლევიანებს დასჭირდებათ სამსახურის გასაწევად კარვისა და მთელი მისი ჭურჭლეულის ტარება”.
- 27
დავითის უკანასკნელი სიტყვების მიხედვით აღრიცხეს ოც წელს გადაცილებული ლევიანები,
- 28
რათა აჰარონის ძეთ დახმარებოდნენ ისინი უფლის სახლში, ეზოებსა და ოთახებში მსახურებით, რომ სუფთად შეენახათ ყოველი სიწმიდე და აღესრულებინათ ღვთის სახლის სამსახური,
- 29
რათა აჰარონის ძეთ დახმარებოდნენ ისინი უფლის სახლში, ეზოებსა და ოთახებში მსახურებით, რომ სუფთად შეენახათ ყოველი სიწმიდე და აღესრულებინათ ღვთის სახლის სამსახური,
- 30
დილა-საღამოს უფლის წინაშე ფეხზე დგომით, მადლიერებასა და ქება-დიდებაზე;
- 31
რომ აღევლინათ სრულადდასაწველი ყოველ შაბათს, ახალმთვარობათა დღესასწაულების განსაზღვრულ რიცხვებში, როგორც მათთვისაა დადგენილი უფლის წინაშე სამარადჟამო აღსასრულებლად.
- 32
რათა დაეცვათ საკრებულო კარვის, საწმიდრის, აჰარონის ძეებისა და მათი მოძმეების დადგენილება, უფლის სახლში მსახურების გასაწევად.