იესო ნავეს ძე 21
- 1
მივიდნენ ლევის ტომის მამისსახლთა მთავარნი ელეაზარ მღვდელთან, იეშუა ნავეს ძესთან და ისრაელიანთა ტომების მთავრებთან,
- 2
და ასე უთხრეს მათ ქანაანის შილოში: "ბრძანა უფალმა მოსეს მეშვეობით, რომ მოგვცემოდა საცხოვრებლად ქალაქები და მათი საძოვრები - ჩვენი საქონლისთვის”.
- 3
და მისცეს ისრაელის ძეებმა უფლის ბრძანებისამებრ ლევიანებს საკუთარი სამკვიდრებლიდან ეს ქალაქები თავისი საძოვრებით.
- 4
და ერგოთ წილი კეჰათის საგვარეულოებს; სულ ცამეტი ქალაქი შეხვდათ აჰარონის, ლევიანი მღვდლის ძეებს - იუდას, სიმონისა და ბენიამინის ტომიდან წილისყრით.
- 5
კეჰათის დანარჩენ ძეებს კი ათი ქალაქი ერგოთ წილისყრით - ეფრემის, დანისა და მენაშეს ნახევარი ტომის საგვარეულოებიდან.
- 6
გერშონის ძეებს ბაშანში: ისაქარისა და აშერის, ნაფთალისა და მენაშეს ნახევარი ტომის საგვარეულოებიდან წილისყრით - ცამეტი ქალაქი.
- 7
მერარის ძეებს - თორმეტი ქალაქი, რეუბენის, გადისა და ზებულონის ტომიდან მათი საგვარეულოებისამებრ.
- 8
ეს ქალაქები მისცეს თავის საძოვრებიანად ისრაელის ძეებმა ლევიანებს წილისყრით, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსეს მეშვეობით.
- 9
და მისცეს იუდასა და სიმონის ძეთა ტომებმა ეს ქალაქები, რომლებიც სახელდებით არიან აქ ჩამოთვლილი:
- 10
აჰარონის ძეებს, კეჰათიანთა საგვარეულოში, ლევიანთაგან - რამდენადაც პირველად იყარეს წილი,
- 11
მისცეს კირიათ-არბაყი იგივე ხებრონი, ყენაკის მამისეული არბა ყენაკის წინაპარი იყო, თავისი საძოვრებით მის გარშემო, იუდას მთაზე.
- 12
ხოლო ამ ქალაქის მინდვრები და სოფლები ხალებ იეფუნეს ძეს მისცეს.
- 13
მისცეს აჰარონის ძეებს ხებრონი - მკვლელებისთვის თავშესაფარი ქალაქი თავისი საძოვრებით და ლიბნა თავისი საძოვრებით;
- 14
იათირი თავისი საძოვრებით, ეშთემოაყი თავისი საძოვრებით;
- 15
ხოლონი თავისი საძოვრებით, დებირი თავისი საძოვრებით;
- 16
ყაინი თავისი საძოვრებით, იუტა თავისი საძოვრებით და ბეთ-შემეში თავისი საძოვრებით - ცხრა ქალაქი ამ ორი ტომიდან.
- 17
ბენიამინის ტომიდან: გაბაონი და გება თავ-თავისი საძოვრებით;
- 18
ყანათოთი და ალმონი თავ-თავისი საძოვრებით - სულ ოთხი ქალაქი.
- 19
აჰარონის ძეების, მღვდლების ყველა ქალაქი ცამეტი იყო, თავ-თავისი საძოვრებით.
- 20
დანარჩენებს კეჰათიანთა საგვარეულოებიდან, ლევიანებს კეჰათის ძეთაგან, წილისყრით ეფრემის ტომიდან ერგოთ ქალაქები.
- 21
მისცეს მათ შექემი ეფრემის მთაზე - მკვლელებისთვის თავშესაფარი ქალაქი თავისი საძოვრებით, და გეზერი თავისი საძოვრებით;
- 22
კიბცაიმი და ბეთხორონი თავ-თავისი საძოვრებით, სულ ოთხი ქალაქი.
- 23
დანის ტომიდან - ელთეკე და გიბეთონი თავ-თავისი საძოვრებით;
- 24
აიალონი და გათ-რიმონი თავ-თავისი საძოვრებით, სულ ოთხი ქალაქი.
- 25
მენაშეს ნახევარტომიდან - თაყანაქი და გათ-რიმონი, თავ-თავისი საძოვრებით - ორი ქალაქი.
- 26
სულ ათი ქალაქი ერგოთ თავ-თავისი საძოვრებით კეჰათის ძეთა დანარჩენ საგვარეულოებს.
- 27
მენაშეს ნახევარ ტომიდან ქალაქი გოლანი ერგოთ გერშონის ძეებს, ლევიანთა საგვარეულოებში - მკვლელებისთვის თავშესაფარი ბაშანში, თავისი საძოვრებით და ბეყეშთერა თავისი საძოვრებით, სულ ორი ქალაქი.
- 28
ისაქარის ტომიდან - კიშიონი და ბერათი თავ-თავისი საძოვრებით;
- 29
იარმუთი და ყენ-განიმი თავ-თავისი საძოვრებით - ოთხი ქალაქი.
- 30
აშერის ტომიდან - მიშალი და ყაბდონი თავ-თავისი საძოვრებით;
- 31
ხელკათი და რეჰობი თავ-თავისი საძოვრებით, სულ ოთხი ქალაქი.
- 32
ნაფთალის ტომიდან კედეში - მკვლელისთვის თავშესაფარი ქალაქი გალილეაში, თავისი საძოვრებით, ხამოთ-დორი და კართანი თავ-თავისი საძოვრებით, სულ სამი ქალაქი.
- 33
სულ ცამეტი ქალაქი იყო თავ-თავისი საძოვრებით, გერშონელებ-ისთვის, მათი საგვარეულოების მიხედვით.
- 34
მერარის ძეთა დანარჩენი საგვარეულოებისთვის ლევიანთაგან, ზებულონის ტომიდან - იოკნეყამი და კართა თავ-თავისი საძოვრებით;
- 35
დიმნა და ნაჰალალი თავ-თავისი საძოვრებით, სულ ოთხი ქალაქი.
- 36
რეუბენის ტომიდან: ბეცერი და იაჰცა თავ-თავისი საძოვრებით;
- 37
კედემოთი და მეფაყათი თავ-თავისი საძოვრებით, სულ ოთხი ქალაქი.
- 38
გადის ტომიდან რამოთი - მკვლელისთვის თავშესაფარი ქალაქი გილყადში, თავისი საძოვრებით და მახანაიმი თავისი საძოვრებით;
- 39
ხეშბონი და იაყზერი თავ-თავისი საძოვრებით, სულ ოთხი ქალაქი.
- 40
ლევიანთა დანარჩენი გვარებიდან, მერარის ძეთა საგვარეულოებისთვის სულ თორმეტი ქალაქი იყო მიკუთვნებული წილისყრით.
- 41
სულ ორმოცდარვა ქალაქი ერგოთ თავ-თავისი საძოვრებით ლევიანებს, ისრაელის ძეთა სამფლობელოებში.
- 42
ყველა ამ ქალაქს საძოვრები ჰქონდა გარშემო: ასე იყო ყველა ამ ქალაქის ირგვლივ.
- 43
ასე მისცა უფალმა ისრაელს მთელი მიწა, რომლის მიცემაც შეჰფიცა მათ მამებს, დაიმკვიდრეს იგი და დასახლდნენ მასზე.
- 44
ყოველი მხრიდან მოასვენა ისინი უფალმა, როგორც შეჰფიცა მათ მამებს; მტერთაგან ვერავინ აღუდგა წინ: ხელში ჩაუგდო ყველა მათი მტერი უფალმა.
- 45
ერთი სიტყვაც კი არ გამტყუვნებულა იმ კეთილი დანაპირებიდან, რომელიც უფალს ჰქონდა ნათქვამი ისრაელის სახლეულისთვის - ყოველივე ახდა.